| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ევროპის რეკონსტრუქციისა
და განვითარების ბანკი (EBRD) მის ქვეყნებში არსებული ეკონომიკური ზრდის პროგნოზის
განახლებულ მაჩვენებლებს აქვეყნებს. 2019 წლის წინა პროგნოზი ნოემბერში გამოაქვეყნა.
რეგიონში ზრდის ტემპის შენელების ფონზე გამოირჩევა საქართველო, რომლის წინა, +4.5% პროგნოზი იგივე ნიშნულზე შენარჩუნდა და 2020 წლისთვისაც - 4.5% ზრდაა მოსალოდნელი (EBRD-ი
2018 წელს საქართველოში 4.7%-იან ზრდას ვარაუდობდა).
2019 – 2020 წლებში რეგიონში ყველაზე
მაღალი მაჩვენებელი საქართველოს და მასთან
ერთად სომხეთს აქვს (4.5%/4.5%), თუმცა სომხეთის 2019 წლის პროგნოზი წინა პროგნოზთან
შედარებით, 0.5 პროცენტული პუნქტითაა შემცირებული.
საქართველო პოზიციონირებს იმ ფონზე,
როცა საშუალო ეკონომიკური ზრდის პროგნოზი აღმოსავლეთ ევროპის და კავკასიის რეგიონში 2018 წლის 3%-დან და 2019 წლის წინა პროგნოზთან შედარებით 0.4%-ული პუნქტით შემცირდა, 2.8%-მდე, 2020 წლისთვის კი 3%-ზე.
EBRD-ი 2019 წელს მნიშვნელოვან ვარდნას
პროგნოზირებს თურქეთში (-1%), კლება წინა პროგნოზთან შედარებით 2%-ული პუნქტი, 2020
- 2.5%-ია. ლირის გაუფასურება და მაღალი საპროცენტო განაკვეთები შეამცირებს მოხმარებას
და ინვესტიციებს, თუმცა მიუხედავად ამისა, წმინდა ექსპორტის მაჩვენებელი სავარაუდოდ
ზრდაზე პოზიტიურ გავლენას მოახდენს. EBRD-მა პროგნოზი ბელარუსს, მოლდოვას და უკრაინასაც შეუმცირა.
მთლიანად, EBRD-ის ქვეყნების საერთო ეკონომიკური ზრდის პროგნოზი
2019 წლისთვის 2.3%-ია (კლება ნოემბრის პროგნოზთან შედარებით 0.3 %-ული პუნქტი),
2020 წლისთვის კი 2.6%.
EBRD-ის ქვეყნებში ყველაზე მაღალი პროგნოზი
2019 წლისთვის თურქმენეთს (6.3%) და მონღოლეთს აქვს (6.2%), 2020 წლისთვისაც, კვლავ
თურქმენეთს (6%) და ეგვიპტეს (5.9%).
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss