| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - კომპანია AE Solar-ი ქუთაისში მზის ენერგიის მოდულების ქარხანას გახსნის.
ქარხანა 16000 კვადრატული მეტრი ფართზეა მოწყობილი და აღჭურვილია ავტომატური რობოტიზირებული კონვეირებით, რომლებიც უზრუნველყოფენ 500 მეგავატის მოცულობის წლიურ წარმადობას.
საწარმო ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში 21 მაისს ოფიციალურად გაიხსნება.
წარმოების პროცესზე ზედამხედველობას ახორციელებს გერმანელი ინჟინრები და
ტექნიკოსები, როგორც კომპანიის გერმანიაში ბაზირებული სათაო ოფისიდან, ასევე საქართველოში
2017 წელს დაარსებული ფილიალიდან.
AE Solar-ის პრეზიდენტი ალექსანდერ მაიერი ამბობს, რომ საქართველოში წარმოების გაშვება კომპანიისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა. „ჩვენ მოვახერხეთ მზის ენერგიის წარმოების სფეროში არსებულ რყევებთან გამკლავება და ამავე დროს შევინარჩუნეთ სწრაფი და სტაბილური ზრდის ტემპი. ჩვენმა ამჟამინდელმა საერთო სიმძლავრემ გადააჭარბა 1 გიგავატს - რაც 4-ჯერ მეტია იმასთან შედარებით, რაც 18 თვის წინ გვქონდა. ჩვენი მიზანია საკუთარი საწარმოო სიმძლავრეების მქონე, მზის ენერგიის მოდულების უდიდეს ევროპულ მწარმოებლად ჩამოყალიბება“, - აცხადებს მაიერი.
AE Solar-ი დოქტორმა ალექსანდერ მაიერმა და მისმა ძმებმა 2003 წელს დააფუძნეს კიონიგსბრუნში, გერმანია. განახლებადი ენერგიის ინდუსტრიის წამყვანი კომპანია AE Solar-ი უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის პროდუქტებისა და სერვისების მოწოდებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss