ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
თრუსოს ხეობის განვითარებაზე 9,3 მლნ-ს დაიხარჯება
ნათია თაქთაქიშვილი
7 მაისი, 2019, 12:42
თრუსოს ხეობის განვითარებაზე 9,3 მლნ-ს დაიხარჯება

თბილისი (GBC) - მთავრობა თრუსოს დაცული ლანდშაფტის განვითარებაზე მუშაობს, პროექტის განხორციელებაზე 9,3 მლნ ლარი დაიხარჯება და მსოფლიო ბანკი (WB) დააფინანსებს.

მუნიციპალური განვითარების ფონდმა (MDF) თრუსოს დაცული ლანდშაფტის პროექტირებასა და საკონსულტაციო მომსახურებაზე ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა. შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ინტერესთა გამოხატვაში არაუგვიანეს 24 მაისისა (15:00 სთ).

საკონსულტაციო მომსახურების სავარაუდო ღირებულება 700,000 დოლარია, განხორცილების ვადა 35 თვე. აღსანიშნავია, რომ საკონსულტაციო ფირმამ ასევე უნდა განავაითაროს (1) მასშტაბური კონცეფცია, რომელიც შესაბამისობაში იქნება დაცული ლანდშაფტის ობიექტების მართვასთან, (2) ასევე ფირმამ უნდა შეადგინოს ინვესტიციების ნუსხა  კლიენტების შესაძლო შერჩევისთვის, (3)მოამზადოს ინვესტიციების დეტალური ხარჯთაღრიცხვა და (4) გასწიოს საკონტრაქტო სამუშაოების ზედამხედველობა.


საკონსულტაციო მომსახურების მიზანია მომზადდეს ხედვა თრუსოს დაცული ლანდშაფტის განვითარების თვალსაზრისით და ასევე განისაზღვროს პრიორიტეტული ინვესტიციები ობიექტების განვითარების მხარდასაჭერად.

თრუსოს ხეობა არის კავკასიონის მთის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე მდინარე თერგის ნაპირი, სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტში. ხეობა არის ისტორიული ტერიტორია და ღირებული კულტურული მემკვიდრეობა.



მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები