ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
კასპერსკი გაბანკროტების საფრთხის პრევენციას გვთავაზობს
ნინო შუბითიძე
7 მაისი, 2019, 11:20
კასპერსკი  გაბანკროტების საფრთხის პრევენციას გვთავაზობს

თბილისი (GBC) – „კასპერსკის ლაბორატორია“ გვაფრთხილებს: გატეხილი როუტერი ქმნის მონაცემების და ფულის დაკარგვის საშიშროებას.

ლაბორატორია კიბერშეტევის საგაზაფხულო კამპანიაზე აცხადებს,მარტ-აპრილის პერიოდში, ბრაზილიაში აგორებულს. თავდამსხმელებმა ისარგებლეს რამდენიმე მწარმოებლის  როუტერების (მარშრუტიზატორი) დაუცველობით და გატეხის მიზნით DNS პარამეტრები შეცვალეს. როცა მსხვერპლი ბანკების საიტებზე შესვლას ან ინტერნეტ-სერვისით სარგებლობას ცდილობდა,  სერვერი ცვლიდა IP-მისამართს და  მომხმარებელს ყალბ საიტზე აგზავნიდა. შედეგადაც გატეხილი როუტერების ლოგინები, პაროლები და ხშირად საგადასახადო მონაცემებიც ფიშერების ხელში აღმოჩნდებოდა ხოლმე.

 

როუტერის გატეხის და DNS სერვერის მისამართის შეცვლის შემდეგ, ყველა მოთხოვნა ყალბ სერვერს ეგზავნება.  ბრაუზერი მიიღებს ყალბ მისამართს, მომხმარებელი ხვდება ფიშინგურ გვერდზე — და  ყველა ამ საიტზე შეტანილი ლოგინი და პაროლი  გადაეცემა თაღლითებს.

 

„რთულია დროულად შემჩნევა და  თავდაცვა. უნდა შეხვიდეთ  როუტერის პარამეტრების მენიუში და შეცვალოთ  პაროლი, ასევე  გამორთოთ  რამდენიმე პოტენციურად სახიფათო ფუნქცია, განახლებები ხშირად  გვეხმარება პრობლემის გადაჭრაში.

ზოგიერთი მოდელისთვის, პატჩები ავტომატურად მოდის, მაგრამ ზოგჯერ უნდა ჩამოტვირთოს და დაინსტალირდეს მწარმოებლის ვებ-გვერდიდან. მაშინაც კი, თუ გვერდს ძალიან კარგად იცნობთ, ყურადღება უნდა მიაქციოთ საეჭვო დეტალებს - მაგალითად, უცნაურ შეტყობინებას, რომელიც   იქ არ უნდა იყოს. საჭიროა საიტის სხვა განყოფილებებზეც  გადასვლაც:  თავდამსხმელები იშვიათად ახერხებენ მთელი რესურსების სრულ კოპირებას. სანამ შეიყვანდეთ ლოგინსა და პაროლს ან სხვა აუცილებელ მონაცემებს, დარწმუნდით რომ საიტი იყენებს დაცულ შეერთებას.  თუ გვერდი უსაფრთხოა, თქვენ დაინახავთ https:// ნიშანს მისამართის წინ. ასევე შეამოწმეთ, ემთხვევა თუ არა დომენის სახელი უსაფრთხოების სერტიფიკატის სახელს. ამისათვის Internet Explorer ან  Edge-ში უნდა  დააჭიროთ  სამისამართო სტრიქონზე საიტის მისამართის წინ არსებულ ნიშანზე; Firefox-ში დააჭიროთ გასაღების ნიშანზე, შემდეგ აირჩიოთ ჩართვა( Connection)  და დააჭირთ ისარს მარჯვნივ;  Chrome-ში -დააჭიროთ გასაღების ნიშანზე, შემდეგ აირჩიოთ სერტიფიკატი (Certificate), შემდეგ General   და შეამოწმოთ რა წერია სტრიქონში Issued to“, - აღნიშნულია რელიზში. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები