| USD | 2.625 |
| EUR | 3.0424 |
| GBP | 3.5527 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - Cosco Shipping წელს, საქართველოს დერეფანით ტვირთბრუნვის ზრდას პროგნოზირებს.
კომპანიის
წარმომადგენელი გადაცემა „ბიზნესპარტნიორთან“ ამბობს, რომ ამ დერეფანს აქვს განვითარების
დიდი პოტენციალი, ამ დროსთვის კი, კონტაქტები ძირითადად, ცენტრალური აზიის ქვეყნებთან
არის გაფორმებული.
„2019
წლის ბოლომდე არაერთი ხელშეკრულება გვაქვს უზბეკეთთან, ყაზახეთთან აზრბაიჯანთან, რომ მათი ტვირთები ექსპორტზე გავიტანოთ. თუ შევხედავთ
ბოლო 3 წლის მაჩვენებელს, 300%-იანი ზრდაა საექსპორტო ტვირთებში. ეს ტვირთი ამ დრომდე
ირანის ან ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან გადიოდა.
ახლა ჩვენი სატრანსპორტო- ლოგისტიკური კვანძი ძალიან დაიხვეწა“, - აცხადებს გივი ჩაჩანიძე.
გადამზიდავი
კომპანიის წარმომადგენელი დამატებითი ტვირთების მოზიდვის შემაფერხებელ ფაქტორბზეც ამახვილებს
ყურადღებას. მისი თქმით, პრობლემაა ტერიტორიული და პორტის არხის სიღრმის ლიმიტები.
ასევე არ გვაქვს თანამედროვე პორტებისთვის
საჭირო ძლიერი ამწწები, რომ დამატებითი ტვირთების მოზიდვა მოხდეს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss