| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - სოფო შინჯიკაშვილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხელოვნური ინტელექტის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულია.
სოფო შინჯიკაშვილი თსუ-სა და პარიზის მე- 8 უნივერსიტეტის ქართულ- ფრანგული ინფორმატიკის პროგრამის (FFI) კურსდამთავრებულიცაა. ის პირველი ქართველია, რომელიც ევროპაში, კერძოდ პრაღაში Microsoft-ის თანამშრომელი გახდა. სოფო შინჯიკაშვილი: "ტექნიკურ უნივერსიტეტზე იმიტომ შევაჩერე არჩევანი, რომ მხოლოდ აქ არის ხელოვნური ინტელექტის კათედრა. ერთადერთი პროექტი და ერთადერთი ადამიანი, ვინც მუშაობს ქართული ენის ავტომატურ თარგმნაზე კი, პროფესორი კონსტანტინე ფხაკაძეა. “როცა მომავალზე ვფიქრობ, ცხადად ვხედავ ქართული ავტომატური თარგმნის სისტემას, სადაც, დიდი იმედი მაქვს, ჩემი წვლილიც იქნება. სამაგისტრო ნაშრომი სწორედ ამ თემაზე გავაკეთე საქართველოს ტექნიკურ უნივერსტეტში, ბატონ კონსტანტინე ფხაკაძის ხელმძღვანელობით. მინდა ქართული ენა ავტომატურად თარგმნადი იყოს, ვფიქრობ ეს საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი უნიკალური ენისთვის”, - აცხადებს სოფო შინჯიკაშვილი. “კადრად წარმოვიდგენ ხოლმე ავტომატური მთარგმნელის პრეზენტაციას როგორ ვაკეთებთ სოხუმში, რომელიმე ღონისძიებაზე, ვთქვათ, ილია ვეკუას სახელობის საერთაშორისო კონფერენციაზე, ის ხომ აფხაზეთიდან იყო...” მისივე გამცხადებით, ბევრი ტექნიკური სირთულეა, დიდი გამოწვევებია. ამიტომ, ჯერ სურს როგორც პროგრამისტს, მაღალი დონის განათლება ჰქონდეს, რათა ტექნიკური ხაზით პრობლემები არ შეექმნას. რის შემდეგაც კი მხოლოდ იდეური საკითხები იქნება გადასაჭრელი. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ერთადერთია საქართველოში, სადაც ხელოვნური ინტელექტის დეპარტამენტი არსებობს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss