ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
კლინიკა ფერომედში რეანიმაციული განყოფილება გაიხსნა
4 მაისი, 2019, 11:10
კლინიკა ფერომედში რეანიმაციული განყოფილება გაიხსნა

თბილისი (GBC) - ზესტაფონის კლინიკა “ფერომედში” რეანიმაციული განყოფილება გაიხსნა.

მაღალტექნოლოგიური აპარატურითა და მონიტორული კონტროლის სისტემით აღჭურვილი, 14 პაციენტზე გათვლილი პალატებიდან, ერთი პალატა ბავშვებისთვის და ერთიც ინფექციური პაციენტებისთვისაა გათვალისწინებული.


კლინიკის დირექტორის, კოტე ქავთარაძის ინფორმაციით, რეანიმაციული განყოფილების არარსებობის გამო, ხშირად პაციენტების სხვა კლინიკებში გადაყვანა ხდებოდა აუცილებელი, რაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების რისკს ზრდიდა. მისივე თქმით, ამჟამად პაციენტებისათვის ყველანაირი პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ გადაუდებელი, რეანიმაციული დახმარება ადგილზევე გაეწიოთ.  

„კლინიკა “ფერომედში“, ამ დრომდე, რეანიმაციული განყოფილება არ არსებობდა. ამ პრობლემის გამო, პაციენტები სხვადასხვა დაწესებულებაში გადაჰყავდათ, რაც სხვადასხვა გართულების რისკს ზრდიდა. მოგეხსენებათ, ხშირ შემთხვევაში, დროს და ოპერატიულად მოქმედებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. განყოფილების შესაქმნელად, კლინიკაში რამდენიმე პალატა მთლიანად გარემონტდა და თანამედროვე დანადგარებით აღიჭურვა. უკვე ყველანაირი პირობაა იმისთვის, რომ პაციენტს ადგილზევე გაეწიოს შესაბამისი დახმარება, რაც იძლევა იმის საშუალებას, რომ კლინიკა მუნიციპალიტეტის მოსახლეობას, „ჯორჯიან მანგანეზის“ თანამშრომლებსა და ოჯახის წევრებს შესაბამისად მოემსახუროს”, – განაცხადა კოტე ქავთარაძემ. 


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები