ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
თეგეტა მოტორსმა საქართველოში GROUPAUTO Caucasus-ის ყოველწლიურ ღონისძიებას უმასპინძლა
30 აპრილი, 2019, 16:53
თეგეტა მოტორსმა საქართველოში GROUPAUTO Caucasus-ის ყოველწლიურ ღონისძიებას უმასპინძლა

თბილისი (GBC) - თეგეტა მოტორსმა უმასპინძლა GROUPAUTO Caucasus-ის შეხვედრებს საქართველოში. „პატივი გვაქვს წელს ჩვენ ვიყოთ GROUPAUTO Caucasus-ის მასპინძლები, ეს შეხვედრები კიდევ უფრო შეუწყობს ხელს საქართველოში საავტომობილო ინდუსტრიის გაძლიერებას, ასევე მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობების დამყარებას და განვითარებას. თეგეტა მოტორსი, როგორც კავკასიის რეგიონში საავტომობილო სფეროს ლიდერი კომპანია, არის ამ გაერთიანების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წევრი. ჩვენ გვსურს ხელი შევუწყოთ საქართველოს გახდეს რეგიონში საავტომობილო სფეროს ლიდერი“ - განაცხადა თეგეტა მოტორსის გენერალურმა დირექტორმა ავთანდილ წერეთელმა.

GroupAuto Caucasus გახლავთ GroupAuto International-ის წევრი კომპანია, რომელიც წარმოდგენილია კავკასიის რეგიონში. GroupAuto Caucasus-ის მთავარი მიზანია დანერგოს და განავითაროს თანამედროვე სერვისები რეგიონში, ასევე  მოახდინოს საავტომობილო სფეროში მიმდინარე თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაცია რეგიონალურ დონეზე. აღსანიშნავია, რომ ამ გზით სხვა მოწინავე ქვეყნების გამოცდილების გაზიარება მოხდება საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში არსებული კომპანიებისთვის. GROUPAUTO Caucasus-ის ცენტრალური ოფისი და რეგიონალური ჰაბი განთავსებული იქნება საქართველოში.

GroupAuto International არის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი სადისტრიბუციო ქსელი, რომელიც უზრუნველყოფს მსოფლიოს წამყვანი 50-მდე ბრენდის მიერ წარმოებული მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ასევე კომერციული დანიშნულების ტრანსპორტის სათადარიგო ნაწილების იმპორტს ხუთ კონტინენტზე, მსოფლიოს 70 ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, ჩინეთში, ბრაზილიაში და სხვა. GroupAuto International აერთიანებს მსოფლიოს მასშტაბით 1 500-ზე მეტ დისტრიბუტორს, 7 500-მდე სერვის ცენტრს და ისეთ წამყვან საერთაშორისო ბრენდებს, როგორებიცაა: Shell, Bosch, ZF, Continental, Philips, Osram, Johnson Controls, Exide და სხვა.

GroupAuto International-ის მთავარი მიზანია ავტოინდუსტრიაში მოღვაწე წამყვანი ბრენდების გაერთიანება და მათი ადგილობრივ კომპანიებთან დაკავშირება, რათა განვითარდეს ავტოინდუსტრია და ხელმისაწვდომი იყოს სერვისის მართვის თანამედროვე ტექნოლოგიები და ლიცენზირებული პროდუქცია.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები