ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
შიშები უსაფუძვლოა - სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი Fitch-ის შეფასებას პასუხობს
24 აპრილი, 2019, 17:57
შიშები უსაფუძვლოა - სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი Fitch-ის შეფასებას პასუხობს

თბილისი (GBC) - ეროვნული ბანკი ბანკების გადახდისუუნარობის შემთხვევებისას  ე.წ რეზოლუციის ჩარჩოს შემოღებაზე მუშაობს.

მიუხედავად იმისა, რომ  ჯერ კანონპროექტის საბოლოო ვერსია უცნობია,  სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა მისი ამოქმედების გავლენა უკვე შეაფასა.

თუ ეს კანონმდებლობა ამოქმედდება სააგენტო   სამი  სისტემური  ბანკის თიბისის, საქართველოს ბანკსა და ლიბერთის რეიტინგებს გადახედავს და სახელმწიფო მხარდაჭერის რეიტინგს  არსებული 4 დონიდან 5-მდე დაწევს.

 „საკმაოდ სუბიექტურის ფორმულირებით იყო Fitch-ის შეფასება“, - მიიჩნევს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდნტი. პაპუნა ლეჟავა  გადაცემა „ბიზნესპარტნიორთან“ განმარტავს, რომ ამ რეზოლუციით გაძლიერდება ინვესტორთა და დეპოზიტარების პოზიციები და ეს  არ იქნება რისკის შემცველი.

„ზუსტად არ ვიცი რას გულისხმობენ, თუმცა ვფიქრობთ, რომ შეიძლება გულისხმობდნენ შემდეგს - ზოგიერთ ქვეყანაში, განსაკუთრებით ევროპაში ამ რეზოლუციის ჩარჩო მოიცავს კრედიტორების მხრიდან სავალდებულო დანაკაგს, ვიდრე სახელმწიფო შევა ბანკის გადასარჩენად. ასეთი კრიტეტიუმი ჩვენს ჩარჩოში არ იდება.შესაბამისად, ამ კუთხით არსებული შიშები უსაფუძვლოა“ , - აღნიშნა პაპუნა ლეჟავამ.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები