| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საფინანსო სექტორის რეგულაციებმა არაუზრუნველყოფილი სეხსების კლება განაპირობა.
TBC Research -ის ცნობით, მარტში არაიპოთეკური სამომხმარებლო სესხების პორტფელი 1.9%-ით შემცირდა. ამ პორტფელშია განვადებები, საკრედიტო ბარათები, მიკრო სესხები და სხვ.
მიუხედავად ამ ვარდნისა, მთლიანობაში საბანკო სესხების პორტფელი მარტში 14%-ით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით). მათ შორის კორპორაციული, ე.წ MSME და საცალო კრედიტები, შესაბამისად, 12.9%-ით და 11,2% -ით არის გაზრდილი.
იპოთეკური სესხების ზრდის ტემპი წლიურ ჭრილში 30.1%-ია.
17 აპრილს საფინანსო სექტორის რეგულაციები შეაფასა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა.
არჩილ გაჩეჩილაძის განმარტებით, რეფორმის მოკლევადიანი გავლენა ძირითადად ამოწურულია და ახლა სექტორი ეკონომიკაში რეფორმის ბენეფიტების მიღებას ელის.
ბანკირი ამბობს, რომ სამომხმარებლო სესხების პორტფელის შემცირების პარალელურად, იპოთეკური სესხების დაკრედიტების ნაწილში პორფელი მზარდია.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss