| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – რამდენიმე დღის წინ ესკიზი შევათანხმეთ და ალბათ, გაზაფხულის ბოლოს დავიწყებთ შენებას“,- აცხადებს „ჯორჯიან დეველოპმენტ გრუპის“ (GDG) დამფუძნებელი ბეჟან წაქაძემ ქუთაისის აეროპორტთან დაგეგმილი სასტუმროს მშენებლობის შესახებ.
ახალ მშენებლობაში ინვესტიციას
თავად სამშენებლო კომპანია GDG+ ერთ-ერთ ბანკთან ერთად ახორციელებს. სასტუმრო 1 ჰექტრამდე
მიწაზე აშენდება და მისი ფართი 12 ათასი კვადრატული მეტრი იქნება.
„103 ნომრიანი სასტუმრო
იქნება თავისი ინფრასტრუქტურით. 170 საპარკინგე ადგილია გათვალისწინებული. თითქმის
ქუთაისის აეროპორტის ეზოში იქნება. იქ არ არსებობს სასტუმრო და ჩამოსული მგზავრები,
ან თავად აეროპორტის მომსახურე პერსონალი ან ქუთაისში მიდიან, ან წყალტუბოში. ბანკისა
და ჩვენი კომპანიის თანამონაწილეობით ამ მშენებლობაში ქართული ფული ჩაიდება. მშენებლობის
დასრულების შემდეგ, ვფიქრობ, რომ აეროპორტს ძალიან დიდი კომფორტი შეექმნება“,- განაცხადა
წაქაძემ.
დეველოპერის გათვლებით,
აეროპორტის ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებელობა 2020 წლის ზაფხულში დასრულდება.
„თითქმის ერთი წელია
ამ პროექტს ვახორციელებ და როგორც იქნა, მივიდა ბოლომდე. ალბათ, მაისში უკვე დავიწყებთ
სამუშაოებს. ვფიქრობ, მომავალი წლის ზაფულისთვის ეს სასტუმრო უნდა მოეწყოს, თუ რამე
ხელისშემშლელი პირობა არ იქნა. დაფინანსება მოძიებულია, პროექტი არსებობს“,- განმარტა
ბეჟან წაქაძემ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss