ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ეს ტრანზაქცია ძალიან უხეშია - ივანიშვილი თიბისი ბანკის საქმეზე
9 აპრილი, 2019, 23:22
ეს ტრანზაქცია ძალიან უხეშია - ივანიშვილი თიბისი ბანკის საქმეზე

თბილისი (GBC) - ისინი უტევენ ხელისუფლებას, ვიდრე ხელისუფლება უტევს მათ - ასე ეხმაურება ბიძინა ივანიშვილი თიბისი ბანკის დამფუძნებლის განცხადებას, რომ ის ორკესტრირებული შეტევის მსხვერპლია.

 

ქართული ოცნების დამფუძნებელი ამბობს, რომ თიბისი ბანკის პროცესი დასრულებულია, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ღირსეული ნაბიჯები გადადგა და განმარტებები ყველა დონეზე გააკეთა, ასევე შეთანხმება მოხდა მარეგულირებელსა და ბანკს შორის. 

 

„ეს ტრანზაქცია ძალიან უხეშია, საბანკო სექტორში უფრო უხეში  ტრანზაქცია ვერც წარმომიდგენია, - ამბობს ივანიშვილი და აღნიშნავს, რომ  „დღეს რომ მომხდარიყო  ასეთი ტრანზაქცია კარგი იქნებოდა? 


მმართველი პარტიის დამფუძნებელს უკვირს რატომ კეთდება აქცენტი წლებზე. 


"ეს დაიწყო ეროვნული ბანკის დღევანდელი პრეზიდენტის მოსვლით და გუნდის შეცვლით, მე თუ მკითხავ. როდესაც კობა გვენეტაძე გახდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და როდესაც სტრუქტურებმა ჩემი აზრით, დაიწყეს ჯანსაღი ფუნქციონირება და როდესაც მონიტორინგის სამსახურმა ეს უხეში ტრანზაქცია, რომელიც იოლი აღმოსაჩენი იყო, აღმოაჩინა. ამას ალბათ არ სჭირდებოდა დიდი ფოკუსირება.  ძალიან მარტივადაა ყველაფერი, რა შუაშია ჩვენი მე-7 წელი, ან თერთმეტი წელი, რომელიც კანონმდებლობასთან წინააღმდეგობაში არ მოდის. კერძო ტრანზაქციაზე აგონ პასუხი. ამაზე ისაუბრობ.  რომელ წელში დავიწყე ბიზნესი, ველურ გარემოში,  რუსეთში და მე არ გამიგია ასეთი უხეში ტრანზაქციები კეთდებოდეს“, - ამბობს ივანიშვილი.  


ივანიშვილი ამბობს, რომ არაფერში სჭირდება თიბისი, იმ ფონზე როცა თავისი "ბანკის მოშორებას ცდილობს რამდენი ხანია".  

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები