ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
გვენეტაძე: სებ-ის მოვალეობაა მიიღოს საჭირო, ზოგჯერ რთული და არაპოპულარული ზომები რისკების შესამცირებლად
8 აპრილი, 2019, 16:56
გვენეტაძე:  სებ-ის მოვალეობაა მიიღოს საჭირო, ზოგჯერ რთული და არაპოპულარული ზომები რისკების შესამცირებლად

თბილისი (GBC) - პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, ჩვენ ვართ დამოუკიდებლები, არაპოპულარული გადაწყვეტილებები მივიღოთ, –  განაცხადა  პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

კობა გვენეტაძემ კანონმდებლებს უთხრა, რომ სებ-ის მოვალეობაა „მიიღოს საჭირო, ზოგჯერ რთული და არაპოპულარული ზომები სისტემაში რისკების შესამცირებლად“.

მთავარი ბანკირი ამბობს, რომ რეგულაციების პროცესი გრძელვადიან შედეგზეა გათვლილი და დასკვნების გამოტანა ადრეა.

გვენეტაძემ დასკვნით სიტყვაში თიბისი ბანკის საქმეზეც ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ ეს არის ბოლო შემთხვევა, როდესაც მსგავს თემებზე უწევს საუბარი.

სწორედ იმიტომ, რომ არ გვინდოდა, ბანკს რაიმე ზიანი მიდგომოდა, საკუთარი რეპუტაციის შელახვის რისკის ფასად ვცდილობდით, არ გვესაუბრა დეტალებზე. ასეც იყო, ვიდრე ეროვნული ბანკის მიმართ წამოსული თავდასხმები თავად არ გახდა რისკის შემცველი საფინანსო სისტემისთვის. გარდა ამისა, ჩვენ ვართ ძალიან ღია და გამჭვირვალე. ჩვენს ვებგვერდზე არსებობს ინფორმაცია, სადაც არის ყველა დეტალი, ბანკთან ერთად გავრცელებული ერთობლივი განცხადებით თიბისიმ ყველა სარჩელი გამოიტანა სასამართლოდან. თიბისი ბანკის შემთხვევაში ამ ტრანზაქციასთან დაკავშირებული საკითხი ჩვენი მხრიდანაც არის ამოწურული, განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ამასთან, გვენეტაძემ აღნიშნა, პარლამენტში გამოსვლის დროს ამომწურავად ისაუბრა ისეთ ფაქტზე, რომელზეც საზედამხედველო ორგანოები საჯაროს არ საუბრობენ.

საფინანსო ბაზრის მარეგულირებელმა კანონმდებლების მხრიდან არასამართლიან ბრალდებებზეც აღნიშნა, თქვა, რომ საპასუხო განცხადებებს  ეროვნული ბანკის აბსოლუტურად დამოუკიდებელი და აპოლიტიკური მანდატიდან გამომდინარე ვერ გამოეხმაურება,

მსურს, სრული გულწრფელობით ამ ტრიბუნიდან განვაცხადო, ჩვენს მიერ გატარებული თითოეული ღონისძიებისა თუ გადაწყვეტილების სისწორისა და სამართლიანობაში ერთი წუთითაც არ მეპარება ეჭვია. ჩვენი ნაბიჯები ეფუძნებოდა მხოლოდ კონსტიტუციას, კანონით განსაზღვრულ ნორმებს და მუდამ ითვალისწინებს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას, განაცხადა სებ-ის პრეზიდენტმა.



მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები