| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - AT.ge -ს ცნობით, ივანე ქსნელაშვილის გუნდმა უკვე მესამედ გაიმარჯვა ხიდის პროექტის საერთაშორისო კონკურსში.
ლნიუსის საფეხმავლო ხიდის 16 საკონკურსო მონაწილიდან პირველი საპრიზო ადგილის მფლობელად KILD Architects და საინჟინრო კომპანია TEC Infrastructure გამოცხადდნენ.
პროექტი Užvingio Island Bridge ვინგის პარკს და ლიტ-ექსპოს ტერიტორიებს ერთმანეთთან დააკავშირებს.

პროექტის ავტორები:
- დომინიკას დაუნისი, პეტრას იშორა, ივანე ქსნელაშვილი, ონა ლოზურაიტიტე (KILD architects)
- ვილიუს კარიეტა (TEC Infrastructure).
- სტატუსი: კონკურსის პირველი საპრიზო ადგილის მფლობელი
- მოდელი: ფეხით მოსიარულეთა და ველოსიპედისტთა ხიდი
- ბიუჯეტი: 5 მლნ ევრო
- პროექტის დრო: 2019 / 03
- ლოკაცია: ვილნიუსი, ლიეტუვა
- ორგანიზატორები:The Architects’ Chamber of Lithuania
- კლიენტი:Vilnius Municipality
Užvingio Island Bridge-ის იდეა მიმდებარე ტერიტორიების ურბანული და ისტორიული საარქივო მასალების გამოკვლევის შედეგად გაჩნდა. კონკურსის განაცხადი არსებული დაგეგმარების ფუნქციურ საჭიროებებს ასახავს, და ამავდროულად, ცდილობს მდებარეობის ისტორიული მახასიათებლების ახალი იდენტობის საკითხს უპასუხოს.
პროექტი Užvingis-ის ისტორიულ კუნძულს საზოგადოებრივი სივრცის, როგორც პარკის მნიშვნელობას უბრუნებს, რომელიც თავისთავად ქალაქის გამწვანებული ტერიტორიების არეალს აფართოებს. ხიდი და ქალაქი საზოგადოებრივი სივრცეების კომპლექსსა და ურთიერთკავშირს ქმნის, რომელიც Lithuan Expo-სა და Congress Center Litexpo-სთან მიმართებაში ქალაქის ცენტრის გაზრდას შეუწყობს ხელს.

| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss