ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
საქართველოში ელექტრომობილების მწარმოებელი ქარხანა აშენდება
6 აპრილი, 2019, 20:22
საქართველოში ელექტრომობილების მწარმოებელი ქარხანა აშენდება

თბილისი (GBC) - საქართველოში ელექტრომობილების მწარმოებელი საწარმო აშენდება.

მასშტაბური პროექტი პრემიერმა დღეს დააანონსა. ჩინურ - ქართული საწარმო ქუთაისში გაიხსნება და წლიურად 40 000 ავტომობილს გამოუშვებს. წარმოებული პროდუქციის ნაწილი ექსპორტზე გავა, ნაწილით კი ადგილობრივი მოთხოვნილება დაკმაყოფილდება.

Changan -ის ავტომობილები ბაზარზე 2020 წლიდან უნდა გამოჩნდეს. 

"საქართველოში წარმოებელი ელექტრომობილები, წარწერით "დამზადებულია საქართველოში" იქნება ჩვენი მთავარი საექსპორტო პროდუქტი ევროპის ბაზარზე საქართველოდან ", - განაცხადა პრემიერმა სამხრეთ კავკასიაში ეკო-მიმართულებით მომუშავე პირველი ინდუსტრიული ჯგუფის aigroup -ის პრეზენტაციაზე. 

ბახტაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს ძალიან დიდი კონკურენციის დაძლევა მოუხდა.  რამდენიმე ძლიერი ქვეყანა აცხადებდა ინტერესს, რომ მათთან შექმნილიყო ეს საწარმო, თუმცა საბოლოოდ წარმოების გადმოსატანად საქართველო შეირჩა. 

კომპანიაჩანგან“  ელექტრომობილების წარმოების მიმართულებით მსოფლიოში ყველაზე მსხვილი კომპანიაა. მისი სტრატეგიული პარტნიორები არიან ისეთი კომპანიები, როგორებიცაა "ვოლვო", "ფოლკსვაგენი" და ფორდი".

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები