| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საჯარო რეესტრმა თიბისის წესდების ცვლილებაზე უარი უთხრა.
ბანკმა მარეგისტრირებელ ორგანოს თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოდან მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ერიკ რაჯენდრას გასვლისა, ასევე წესდებაში ცვლილების შეტანისთვის 4 აპრილს მიმართა, თუმცა დოკუმნტაცია დახარვეზრდა, რომლის გამოსასწორებლად ბანკს 30 დღე აქვს.
საჯარო რეესტრის სააგენტოში წესდების ის ცვლილება დაიწუნეს, რომლის მიხედვით, „საერთო კრებას ხელმძღვანელობს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მისი არყოფნის შემთხვევაში - სამეთვალყურეო საბჭოს უფროსი დამოუკიდებელი წევრი, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში- ერთ-ერთი დირექტორი“.
სააგენტოში აღნიშნავენ, რომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად საერთო კრების მუშაობას ხელმძღვანელობს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მისი არყოფნისას – მოადგილე, მოადგილის არყოფნისას კი – ერთ-ერთი დირექტორი. მათი არყოფნისას კრების თავმჯდომარეს ხმათა უბრალო უმრავლესობით ირჩევს საერთო კრება. შესაბამისად, წესდებაში განხორციელებული ცვლილების შინაარსი ეწინააღმდეგება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ იმპერატიულ დანაწესს.
ამასთან, საერგისტრაციოდ წარმოდგენილი წესდების 5.3.11. პუნქტის მიხედვით, „დაკავშირებულ მხარეებს შორის დადებულ გარიგებებთან მიმართებაში საქართველოს კანონმდებლობის ნებისმიერი დამატებითი მოთხოვნის გათვალისწინებით სამეთვალყურეო საბჭო სულ მცირე 6 (ექვსი) წევრის თანხმობით ამტკიცებს ნებისმიერი დაკავშირებული მხარის გარიგების დადებას, გარდა შვილობილ კომპანიასთან გარიგებისა.“
„სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მოთხოვნილი ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, სამეთვლაყურეო საბჭოს შემადგენლობაში რჩება 4 წევრი. შესაბამისად, წესდების ზემოაღნიშნული დანაწესი შესაბამისობაში უნდა იქნას მოყვანილი რეგისტრირებულ მონაცემებთან“, - მიიჩნევენ ორგანოში.
როგორც იცით, თიბისის სამეთვალყურეო საბჭო 2 აპრილს დატოვეს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ. უფრო ადრე საბჭოდან ჯანმრთელობის პრობლემების გამო გავიდა ერიკ რაჯენდრა. ბანკმა განაცხადა, რომ მათი შემცვლელების მოძიება უკვე მიმდინარეობს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss