ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
9 ნახშირის თბოსადგური და Ryanair-ი - ევროპის ჰაერის უმსხვილესი დამაბინძურებლები არიან
2 აპრილი, 2019, 15:03
9 ნახშირის თბოსადგური და Ryanair-ი - ევროპის ჰაერის უმსხვილესი დამაბინძურებლები არიან

თბილისი (GBC) - ირლანდიური “ლოუკოსტერი”  Ryanair-ი იმ 9 ნახშირზე მომუშავე  თბოელექტრო სადგურთა რიცხვს დაემატა, რომლებიც ევროკავშირში ჰაერს ყველაზე მეტად აბინძურებენ.

Avianews -ი წერს, რომ ავიაგადამზიდავმა Ryanair-მა, რომელიც წლის განმავლობაში 130 მლნ მგზავრს ემსახურება, 2018 წელს გარემოში 9.9 მეგატონა გამონაბოლქვის ემისია მოახდინა. არსებული მაჩვენებლებით, კომპანიამ 2018 წელს ჰაერში 6.9%-ით მეტი ნახშირორჟანგი გამოყო, ვიდრე 2017 წელს. უნდა აღნიშნოს, რომ Ryanair-ის მიერ 2018 წელს ემისირებული გამონაბოლქვი 5 წლის წინანდელ მაჩვენებლებთან 49%-ითაა გაზრდილი.

„რაც შეეხება კლიმატს, Ryanair-ი – ეს ახალი ნახშირია. ეს ტენდენცია შენარჩუნდება მანამ, ვიდრე ევროპა არ მიხვდება, რომ ეს არასრულყოფილად რეგულირებული სექტორი შესაბამისობაში უნდა იყოს მოყვანილი: დაწყებული საავიაციო ნავთის გადასახადიდან და წესების შემოღებიდან, რომელიც აიძულებს ავიაკომპანიებს გადავიდნენ ისეთი ტიპის საწვავის მოხმარებაზე, რომელსაც ნულოვანი გამონაბოლქვი აქვს”, - განაცხადა ევროპის ტრანსპორტისა და გარემოს დაცვის ფედერაციის მენეჯერმა ენდრიუ მერფმა.

როგორც ცნობილია, ავიაციის წილი ევროპაში სათბური გაზების გამოყოფაში 3%-ს შეადგენს. არსებული პროგნოზით კი 2050 წლისთვის ეს მაჩვენებელი შესაძლოა 700%-მდე გაიზარდოს.

მერფიმ ავიაციას “ევროპის ყველაზე დიდი კლიმატური მარცხი” უწოდა.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები