ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
Car ქესი თეგეტა მოტორსის რჩეული გუნდია
1 აპრილი, 2019, 16:22
Car ქესი  თეგეტა მოტორსის რჩეული გუნდია

თბილისი (GBC) - „ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში“ კომპანია თეგეტა მოტორსმა გამარჯვებული გამოავლინა.

 თეგეტას პროექტის „თეგეტა შენთან ერთად განათლებისთვის“ რჩეული იდეა გახდა Car ქესი  რომელიც წარმოადგინა გუნდმა „პინაპელი“. Car ქესი გულისხმობს მაგისტრალებზე ავტომობილების გადაადგილებისას წარმოქმნილი ქარით მიღებული ენერგიის გამომუშავებას და შემდეგ მის გამოყენებას. ინოვაციური პროექტის ავტორებს თეგეტა მოტორსმა პრიზის სახით გადასცა  5 000 ლარი.

„ჩვენს მიერ შეირჩა გუნდ „პინაპელის“ პროექტი „Car ქესი“, რადგან იდეის შინაარსი სრულ თანხვედრაშია ჩვენი კომპანიის პრინციპებთან, რაც გულისხმობს გარემოს დაბინძურებისგან დაცვას და ბუნებრივი რესურსების დაზოგვას. ახალგაზრდების მიერ წარმოდგენილმა პროექტმა შესაძლებელია ავტოწარმოებაში რევოლუციაც მოახდინოს და მსოფლიო დააფიქროს ალტერნატიული ენერგიის გამომუშავების ახალ მეთოდზე.“ - განაცხადა თეგეტა მოტორსის წარმომადგენელმა.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი ხორციელდება ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ აშშ-ის საელჩოს დაფინანსებით და განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით. კონკურსის მიზანია სკოლის მოსწავლეების დაინტერესება მეცნიერებით, ტექნოლოგიებით და ინოვაციებით.

წლევანდელი კონკურსის შედეგად გამოვლინდა 4 გამარჯვებული გუნდი, პირველ ადგილზე გასული გუნდი 2019 წლის გაზაფხულზე გაემგზავრება აშშ-ში NASA-ს შტაბ-ბინაში და მონაწილეობას მიიღებს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის პროგრამაში.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები