ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ხაზარაძე: არის მობილიზებული განწყობა, რომ ანაკლიის პორტის პროექტი მივიდეს ბოლომდე
31 მარტი, 2019, 22:49
ხაზარაძე: არის მობილიზებული განწყობა, რომ ანაკლიის პორტის პროექტი მივიდეს ბოლომდე

თბილისი (GBC) -განწყობა არის ძალიან მობილიზებული ამერიკელების მხრიდან, ბანკების მხრიდან, რომ ანაკლიის პორტის პროექტი მივიდეს ბოლომდე და წინააღმდეგობები მოლაპარაკების და კომპრომისების ხარჯზე იყოს დაძლეული, – ამის შესახებთიბისი ბანკისდამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმადაც, საქართველოს მთავრობა ანაკლიის პორტის განვითარების მიზნით ალტერნატიულ კომპანიას ეძებს და ემზადებაანაკლიის განვითარების კონსორციუმთანგაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულების შესაწყვეტად.

1 tv.ge -ს ცნობით, ხაზარაძის თქმით, დღეს დაბრუნდა აშშ-დან, სადაც ამერიკელ კოლეგებთან ჰქონდა შეხვედრები.

ბუნებრივია, სახელმწიფოს აქვს უფლება შეისწავლოს ყველა რისკი, ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ. უბრალოდ, რატომ ხდება ეს დღეს და ამ სიტუაციაში, ეს იწვევს კითხვებს და დაველოდოთ მოვლენებს.

დღეს დავბრუნდი შეერთებული შტატებიდან, სადაც ჩემს ამერიკელ პარტნიორებთან საკმაოდ სერიოზული შეხვედრები მქონდა. განწყობა არის ძალიან მობილიზებული ამერიკელების მხრიდან, ბანკების მხრიდან, რომ ეს პროექტი მივიდეს ბოლომდე და ეს წინააღმდეგობები იყოს დაძლეული მოლაპარაკების და კომპრომისების ხარჯზე, განაცხადა ხაზარაძემ.

მისივე თქმით, ანაკლიის პორტს ქვეყნისათვის ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს და ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ეს პროექტი შედგეს.

ვფიქრობ, რომ ყველა ჩართული მხარის, სახელმწიფოს, ჩვენი კონსორციუმის და ქართველი ხალხის მიზანი უნდა იყოს ერთი მიმართულებით. ძალისხმევა მიმართული და მობილიზებული უნდა იყოს, რომ ეს პროექტი შედგეს და არ იყოს რაღაც ჩასაფრებული პოზიცია. როგორც რიგითი ქართველი ვფიქრობ, ანაკლიის პორტს ქვეყნისათვის ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ პროექტი შედგეს.

ასეთ მეგაპროექტებს მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში თან სდევს უზარმაზარი სირთულე. არ ყოფილა შემთხვევა, რომ ასეთი პროექტები დროში ისე გაკეთებულიყოს, როგორც ჩაფიქრებულია და ქაღალდზეა დაწერილი. ამიტომ, მოვუწოდებ ყველა მხარეს, გავაკეთოთ ყველაფერი, რაც ამ პროექტს მიიყვანს გამარჯვებამდე. შეიძლება, კინკლაობასა და ჩასაფრებულ მდგომარეობაში ეგ მომენტი გაგვექცეს“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

სსიპ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტო განცხადება გაავრცელა, რომლითაც ანაკლიის ნავსადგურის თემასთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებული ინფორმაცია უარყო.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები