| USD | 2.625 |
| EUR | 3.0424 |
| GBP | 3.5527 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - ბანკებმა თებერვალში დაახლოებით, 136 მლნ ლარის სავალუტო ოფიციონები გაანაღდეს.
ეროვნული ბანკის ცნობით,
2019 წლის თებერვალში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სამი სავალუტო აუქციონი ჩაატარა და 50.0 მლნ აშშ დოლარი, ხოლო სავალუტო ოფციონების საშუალებით კი 51.3 მლნ აშშ დოლარი შეისყიდა. შესაბამისად, თებერვალში ეროვნულმა ბანკმა ჯამში 101.3 მლნ აშშ დოლარი შეისყიდა.
საანგარიშო პერიოდში ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი 0.41 პროცენტით, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 0.23 პროცენტით გაუფასურდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 2.6550- დან 2.6940-მდე შეიცვალა, ანუ 1.5 პროცენტით გაუფასურდა.
აღსანიშნავია, რომ თებერვალში სავალუტო ოფციონებზე დიდი მოთხოვნა იყო. მარტის ჩათვლით სებ-ს 500 მლნ ლარის სავალუტო ოფციონები აქვს განთავსებული.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss