| USD | 2.625 |
| EUR | 3.0424 |
| GBP | 3.5527 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - თებერვლის ინფლაციაზე ყველაზე დიდი გავლენა სიგარეტის, პურისა და საწვავის გაძვირებამ მოახდინა.
ეროვნული ბანკის ცნობით, თებერვალში წლიურ ჭრილში ყველაზე დიდი ცვლილება სიგარეტის გაძვირებას უკავშირდება. 2.3 პროცენტიანი ინფლაციიდან თამბაქოს ნაწარმის გაძვირებაზე 1.1 პ.პ მოდიოდა.
დიდი გავლენა ჰქონდა ინფლაციაზე პურის, რომელსაც სამომხმარებლო კალათაში ყველაზე დიდი წონა (3.6%) აქვს, გაძვირებას. თებერვალში პური წლიურად 15 პროცენტით იყო გაძვირებული, ხოლო მისმა წვლილმა წლიურ ინფლაციაში 0.5 პროცენტული პუნქტი (პ.პ) შეადგინა.
არ ამოწურულა და კვლავ მნიშვნელოვანი წვლილი ჰქონდა ინფლაციაში საწვავის გაძვირებას (0.2 პ.პ), რაც გასული წლის დასაწყისიდან მსოფლიოში ნავთობის ფასების ზრდას უკავშირდება. სხვა პროდუქტებიდან აღსანიშნავია ძროხის ხორცის 8 პროცენტიანი გაძვირება და 0.2 პ.პ-იანი წვლილი საერთო ინფლაციაში.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss