ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
საქართველოს ბანკში წელს სამომხმარებლო დაკრედიტების 15%-იან ზრდას ელიან
მარიამ მინაძე
29 მარტი, 2019, 21:29
საქართველოს ბანკში წელს  სამომხმარებლო დაკრედიტების 15%-იან ზრდას ელიან

თბილისი (GBC) – საქართველოს ბანკში წელს  სამომხმარებლო დაკრედიტების 15%-იან ზრდას ელიან. საშუალო და გრძელვადიან პერიოდში კი, ტემპის 15-20% -იანი ზრდაა ნავარაუდევი.

ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკის გენერალურმა დირექტორმა აქციონერებს პროგნოზი „წლიური ანგარიშის“ ფარგლებში წარუდგინა. არჩილ გაჩეჩილაძე მიიჩნევს, რომ დაკრედიტების ტემპს განაპირობებს ეკონომიკის ზრდა და მთავრობის დაფინანსებული კაპიტალური ხარჯების დაჩქარება,

ბანკირი ბოლოდროინდელ რეგულაციებსაც აფასებს და წერს, რომ ყველა ეს ცვლილება გაკეთდა იმ მოლოდინით, რომ ქართული ბანკები წავლენ ადგილობრივი ვალუტით დაკრედიტებისკენ კორპორატიული, მცირე და საშუალო ბიზნესის და იპოთეკის სექტორის  მიმართულებით. ამასთანავე უფრო მეტად მოახდენენ საკუთარი საბალანსე ანგარიშების დედოლარიზაციას.

ბოლოდროინდელი პოლიტიკის ცვლილებებიდან გამომდინარე, მოსალოდნელია ზრდა არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სექტორის მიმართულებით.  ამასთანავე, ჩვენ კვლავ ველით სოლიდურ ზრდას იპოთეკური სესხების მიმართულებით, კერძოდ ლარის იპოთეკის მიმართულებით, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების მიმართულებით, - აცხდებს გაჩეჩილაძე.

 ანგარიშში აღნიშნულია, რომ საბჭოს რეკომენდაციაა გაიცეს 2018 წლის მოგებიდან დივიდენდი 1 აქციაზე 2.55 ლარის ექვივალენტი ფუნტ სტერლინგში.

 


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები