| USD | 2.625 |
| EUR | 3.0424 |
| GBP | 3.5527 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - ავტობანზე, სამტრედია–გრიგოლეთის გზის 18.5 კილომეტრიანი მონაკვეთის (ლოტი 2) მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
საავტომობილო გზების
დეპარტამენტის ცნობით, მონაკვეთზე არსებული პრობლემები, რომელიც
ჯდენებს უკავშირდებოდა, უმეტესწილად აღმოფხვრილია და უკვე დაგებულია 8.1 კმ. გზა.
სამტრედია–გრიგოლეთის მე-2 მონაკვეთის მშენებლობის
პროექტი 18.5 კილომეტრიანი 4 ზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზის, 16 სახიდე
გადასასვლელის, მათ შორის 3 სატრანსპორტო კვანძის (გზაგამტარი), წყალგამტარი
მილებისა და მიწისქვეშა გასასვლელების მშენებლობას ითვალისწინებს. ხელოვნური ნაგებობების უმეტესობა დასრულებულია.
სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მე-2
მონაკვეთი გურიის რეგიონში ქ. ლანჩხუთსა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებს:
ჯაპანას, ქვიანს, ნიგოითსა და ქვემო შუხუთს გაივლის.
აღნიშნული მონაკვეთის სახელშეკრულებო ღირებულება 254 მილიონ ლარს შეადგენს. სამუშაოებზე 400-მდე ადამიანია დასაქმებული.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss