ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
სასკოლო მერხებისა და სკამების შესაძენად 7.9 მილიონი დაიხარჯება
25 მარტი, 2019, 23:21
სასკოლო მერხებისა და სკამების შესაძენად 7.9  მილიონი დაიხარჯება

თბილისი (GBC) – საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლებში სასკოლო მერხებისა და სკამების განახლება იგეგმება. ამ მიზნით 7.91 მლნ ლარია გამოყოფილი.

108 100 კომპლექტის შესყიდვას საგანმანთლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო გეგმავს. შესყიდული იქნება

II დონის სასკოლო მერხი და სკამი – 32 613 კომპლექტი;
III დონის სასკოლო მერხი და სკამი – 36 004 კომპლექტი;

IV დონის სასკოლო მერხი და სკამი – 39 483 კომპლექტი.

პირობის მიხედვით, მერხისა და სკამის ყველა დეტალი ეკოლოგიურად სუფთა მასალისაგან უნდა იყოს დამზადებული.

გამარჯვებულმა  მიწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 210 კალენდარულ დღეში.

მიწოდება განხორციელდება ორ ეტაპად: პირველ ეტაპზე, ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 კალენდარული დღის განმავლობაში მოწოდებულ უნდა იქნეს სრული რაოდენობის 50%, ხოლო მე-2 ეტაპზე, დარჩენილი 90 კალენდარული დღის განმავლობაში მოწოდებული უნდა იქნას დარჩენილი 50%

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები