ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
რას გულისხმობს ანაკლიის პორტის კრედიტორი საფინანსო ინსტიტუტების 8 პუნქტიანი მოთხოვნები
25 მარტი, 2019, 14:15
რას გულისხმობს  ანაკლიის პორტის კრედიტორი საფინანსო ინსტიტუტების 8 პუნქტიანი მოთხოვნები

თბილისი (GBC) - ანაკლიის განვითარების კონსორციუმი მთავრობის მხრიდან საჯაროდ მხარდაჭერას იღებს, თუმცა არსებობს პროექტის ჩავარდნის ან მთავარი ინვესტორისგვერდზე გაწევისრისკი.

ანაკლიის პორის პროექტი  ახლა გზაგასაყართან დგას - გაგრძელდება თუ არა და, თუ გაგრძელდება ვინ დაასრულებს  ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას. მთავარი პრობლემა დაფინანსების მოზიდვაა.

ნავსადგურის მშენებლობის პირველი ფაზისთვის კი, ჯამში 620 მლნ დოლარია საჭირო. აქედან 120 მილიონიანაკლიის განვითარების კონსორციუმისკაპიტალია, 100 მილიონს საპარტნიორო ფონდი დადებს, 100-100 მილიონს კი, 4 საერთაშორისო კრედიტორი.

საჯაროდ გაცხადებული  ვერსიით,  სწორედ  ამ  400 მილიონის მოზიდვის სანაცვლოდ  დაწესებული  მოთხოვნები  გახდაგანხეთქილების ვაშლი“.  

ჩვენ დავინტერესდით, რა იგულისხმება კრედიტორების  ამა თუ იმ მოთხოვნის მიღმა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმისგან განმარტება მოვითხოვეთ:

1. პორტის განვითარების ფაზებისთვის არ იყოს ვადები დაწესებული

სანამ არ დაიფარება პორტის პირველი ფაზის განვითარებისთვის ბანკების მიერ გამოყოფილი  სესხები, მანამდე მომდევნო ფაზების განვითარება მოხდეს მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში, რომელიც დასაბუთებული იქნება შესაბამისი კვლევებით. ინვესტორისთვის არ უნდა იყოს სავალდებულო ააშენოს მეორე  ფაზა თუ არ იქნება ტვირთნაკადი.

2. სახელმწიფომ დააზღვიოს ტვირთბრუნვის რისკის

სახლმწიფომ დააზღვიოს ის სხვაობა, რაც დააკლდება კონსორციუმს, რომ ბანკებს გადაუხადოს სესხი გრაფიკის მიხედვით. მთავრობამ ეს თანხა უნდა ასესხოს კონსორციუმს, ხოლო კონსორციუმმა უნდა გადაუხადოს ბანკებს. ბანკების მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ, კონსორციუმმა უნდა გაისტუმროს ეს სესხი, შემდეგ სუბორდინირებული სესხი და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებენ კონსორციუმის ინვესტორები მოგებას პორტიდან.

 3. გასცეს კომპენსაცია რკინიგზის და გზის მშენებლობის გაჭიანურების შემთხვევაში

თუ დაგვიანდა გზისა და რკინიგზის მშენებლობა, პორტი ვერ დაიწყებს ოპერირებას, ინვესტორი ნახავს ზარალს, ბანკებს ვერ გადაუხდის სესხს, შესაბამისად, ეს იქნება მთავრობის პასუხისმგებლობა და უნდა აანაზღაუროს ზარალი

 4. კონსორციუმის მიერ სესხის აღების პროცედურა გახდეს მოქნილი

აქ საუბარი არის უფრო ბანკების მიერ სესხის გასხვისებაზე, ან კრედიტორის ჩანაცვლებაზე, მთავრობის პოზიციაა, რომ არ უნდა მოხდეს სესხების გადაფორმება ისეთ მხარეზე, რომელიც შეიძლება შეიცავდეს ეროვნული უსაფრთხოების რისკებს, ამას ბანკებიც ეთანხმებიან.

 5. სახელმწიფოს ოქროს აქციას დაუწესდეს შეზღუდვები

სახელმწიფოს ოქროს აქციას აქვს ძალიან ფართო უფლებები, საუბარი არის მათ შეკვეცაზე.

6. სახელმწიფომ გასცეს კომპენსაცია პოლიტიკური ფორსმაჟორის შემთხვევაში

7. საკანონმდებლო ცვლილებების შეთანხმება ან კომპენსირება

ამჟამად, საინვესტიციო ხელშეკრულებით ძალიან ვიწროა იმ საკანონმდებლო ცვლილებებისგან გამომდინარე კომპენსაცია, რომელიც მთავრობამ უნდა აუნაზღაუროს კონსორციუმს. ეს სია უნდა გაფართვოდეს, რომ ინვესტიცია დაცული იყოს ნეგატიური საკანონმდებლო ცვლილებებისგან.

 8. BOT  კონტრაქტის შეწყვეტის შემთხვევაში $400 მლნ სესხი სახელმწიფოს მიერ დაფარვა

კონტრაქტის შეწყვეტის შემთხვევაში მთავრობას აქვს უფლება დაფაროს სესხი და დაეუფლოს პორტის აქტივებს სრულად. ამ შემთხვევაში კონსორციუმის ინვესტორები კარგავენ საკუთარ ინვესტიციებს.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები