ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
დღეს ეს ქონება ჰაერშია გამოკიდებული - რატომ ელიან ბანკები სასოფლო მიწის შესახებ კანონს
24 მარტი, 2019, 23:12
დღეს ეს ქონება ჰაერშია გამოკიდებული - რატომ ელიან ბანკები სასოფლო მიწის შესახებ კანონს

თბილისი (GBC) - საფინანსო სექტორი სასოფლო მიწის ფლობის შესახებ კანონის მალე მიღებას ელის.

ეს კანონი ბანკებს საშუალებას მისცემს მორატორიუმის პროცესში მათ საკუთრებაში გადასული სასოფლო მიწების რეგისტრაცია მოახდინონ.

„დღეს ეს ქონება ჰაერშია გამოკიდებული“, - ამბობს საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელი ალექსანდრე ძნელაძე და აღნიშნავს, რომ დაახლოებით, 200 მილიონის ქონებაზეა საუბარი.

ბანკებს ერთის მხრივ, სურთ კანონის სწრაფად მიღება, მეორეს მხრივ კი, ის დათქმა აშფოთებთ, რაც მათ მფლობელობაში გადასული სასოფლო მიწის 2 წლის ვადაში რეალიზაციის ვალდებულებას უკავშირდება.

„ჩვენთვის ცალსახად პრობლემატურია 2-წლიანი ვადა.  ეს ცალსახად წაახალისებს იმას, რომ საფინანო ინსტიტუტებმა  არ დაიგირაონ აღნიშნული ქონება“, - განმარტავს ალექსანდრე ძნელაძე.

ბანკების ლობისტი ამბობს, რომ 2 წელი ძალიან მცირე დროა, იმის გათვალისწინებით, რომ უზრუნველყოფაში ჩადებული ქონების მფლობელობის ცვლილება რთულ იურიდიულ პროცედურებთან არის დაკავშირებული და ამ პროდეცურამ შესაძლოა 2 წლიანი ვადის გარკვეული ნაწილიც დაიკავოს.

„2 -წლიანი  ვადა რეალურად  მოტივაციას უკარგავს  საფინანსო ინსტიტუტს  ისაუბროს ყოფილ მესაკუთრესთან მიწის უკან მიყიდვაზე და  მისცეს გარკვეული ვადა თანხის მოძებისთვის. ნაცვლად ამისა, იძულებულია ოპერატიუალად, ჩქარა, 2 -წლიან ვადაში სალიკვიდაციო ღირებულებაში მოიშოროს   ქონება, რომ მასზე სანქციები არ გავრცელდეს.  ისედაც მინიმალურია ბანკების ინტერესი ფლობდნენ  სასოფლო მიწას,  როგორც ქონებას. შედეგი იქნება ის, რომ  სამომავლოდ,  აღარ დაიგირავებს ბანკი   სასოფლო მიწებს“, - აღნიშნავს ძნელაძე.

საბანკო ასოციაციაში განმარტავენ, რომ ვადების დაწესება უსარგებლოა, რადგანაც აღნიშნული ქონების განკარგვის შესაძლებლობა ბანკს არ აქვს და ვერაფერში გამოიყენებს, თან მასზე 100%-იანი რეზერვის გაკეთება მოუწევს, ამასთან,   3 წლის ვადაში ეს ქონება ისედაც ზარალში უნდა ჩამოიწეროს. ასე რომ, ბანკები დაინტერესებულნი ქონების სწრაფად რეალიზებაში. 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები