| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - სს ელმავალმშენებელში ახალი ინვესტორის შესვლა დაანონსდა.
ინფორმაცია საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარემ გაავრცელა.
ირაკლი პეტრიაშვილის თქმით, მას აქვს მყარი გარანტია, ახალი ქარხანაში ინვესტორი შემოვა და არის შესაბამისი კონტრაქტები მზად იმისთვის, რომ ეს ქარხანა ამუშავდება.
ელმავალმშენებლის საკონტროლო პაკეტი (87%) ამჟამად "ლოკო ტრანს კომპანის" ეკუთვნის.
„ამ ქარხნის გაჩერება, ამ ქარხნის გაჯართება ნიშნავს უუნარობას და რესურსების განიავებას, რისი ფუფუნებაც ქართულ ეკონომიკას არ აქვს. მოვუწოდებ საზოგადოებას, იყოს ფხიზლად, იმიტომ, რომ არ გვაქვს ჩვენ დასაკარგი სამუშაო ადგილები“, – განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ კომპანიის თანამშრომლებმა გაფიცვის შემდეგ კუთვნილი სახელფასო
დავალიანება მიიღეს.
„ელმავალმშენებელმა“
მარტის დასაწყისში განაცხადა, რომ 41 მლნ დოლარის დაკვეთები აქვს.
სამუშაო გეგმები კი ასეთია:
1. უკვე ხელმოწერილია ხელშეკრულება 8
ერთეული ახალი წევის ძრავის მშენებლობის შესახებ უზბეკეთისთვის. ამ შეკვეთის საერთო ღირებულება
23 200 000 აშშ დოლარია, ხოლო შესრულების ვადაა 2 წელი;
2. ხელმოწერილია შემკვეთის მხრიდან ასევე ხელშეკრულება ახალი წევის ძრავებისა და დამხმარე მანქანების მომზადების შესახებ რუსეთის რკინიგზისთვის. ეს შეკვეთა ორ ეტაპიანია და ორ კონტრაქტად ფორმდება. მათგან ერთი – 6 მლნ. აშშ დოლარზე უკვე ხელმოწერილია, ხოლო მეორე – 8 მლნ. აშშ დოლარზე -
გაფორმების სტადიაშია;
3. ტრადიციული კონტრაქტორი, უკრაინული კომპანია "მეტინვესტი" 2019 წლის განმავლობაში სარემონტოდ გადასცემს 2
წევის აგრეგატს და 1 ახალი კოქსმქრობი ელმავალს. ამ შეკვეთების საერთო ღირებულება 2,5 მლნ. აშშ დოლარს აღემატება;
4. ასევე სამხრეთ კავკასიის რკინიგზამ აქვს დაკვეთა გარემონტდეს მათი ელმავლები. ეს დამატებითი შეკვეთაც დაახლოებით 1,6 მლნ. აშშ დოლარის ღირებულებისაა;
5. სხვადასხვა უცხოური კომპანიებისგან არის 0.5 მილიონის შეკვეთები, მარაგნაწილებზე.
გვაქვს შეკვეთები მარაგნაწილებზე, შეკვეთების საერთო წლიური ღირებულება დაახლოებით ნახევარი მილიონი დოლარია;
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss