| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - აქსის თაუერსის ერთ-ერთი ცათამბჯენის სავაჭრო ცენტრი ფუნქციონირებას იწყებს.
ულტრათანამედროვე კომპლექსის პირველი ბინადარი, 26 მარტიდან, აგროპროდუქტების პოპულარული ჰიპერმარკეტი - „აგროჰაბი“ იქნება. ჰიპერმარკეტი კომპლექსის კომერციული სივრციდან 2460 კვ.მ-ს დაიკავებს.
„აქსის თაუერსი“ 5 დეველოპერულ მიმართულება აერთიანებს - 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო „პულმანს“, ბიზნესცენტრს, გასართობს, საცხოვრებელსა და კომერციულ სივრცეებს. კომპლექსში, ასევე, განთავსდება საგამოფენო და რეკრეაციული სივრცეები.
კომპექსი 37-სართულიანია. აქვს 4 მიწისქვეშა სართულით, სიმაღლეში 147 მეტრია და ყველაზე მაღალი შენობაა დედაქალაქში.
„აქსის თაუერსი“ მთლიანად ქართული პროექტია, რომელიც შექმნილია ქართველი არქიტექტორების მიერ უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობით. კომპლექსი თანაინვესტირების ფონდის თანამონაწილეობით აშენდა, ხოლო პროექტის ერთობლივი ინვესტიცია 92 მლნ დოლარს შეადგენს.
„აქსის თაუერსის“ მშენებლობა წელს დასრულდება და მისი ხუთი დეველოპერული მიმართულება ეტაპობრივად დაიწყებს ფუნქციონირებას. უკვე ივნისში გაიხსნება ბიზნესცენტრი, სექტემბერში საცხოვრებელი, ოქტომბერში სასტუმრო. ხოლო ბოლოს, დეკემბერში, გასართობი სივრცეები ამოქმედდება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss