| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საქართველოს ბანკმა 100 მილიონი დოლარის ბონდების გამოშვებაზე განაცხადა. ეს არის ობლიგაციები დამატებით პირველადი კაპიტალისთვის, რის შესაძლებლობას ბაზელ III -ის სტანდარტები ქმნის.
მოსალოდნელია, რომ ობლიგაციები, რომელსაც Fitch-სგან მოსალოდნელი „B-“ რეიტინგი აქვს მინიჭერული, განთავსდება ირლანდიის საფონდო ბირჟაზე.
ემისიის დახურვის შემდეგ, ეს იქნება სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან ამ ტიპის ვექსილების პირველი საერთაშორისო შეთავაზება. ობლიგაციები გამოიცემა და გაიყიდება გამოსაცემი ფასის 100%-ში.
100 მლნ დოლარის უვადო, სუბორდინირებული დამატებითი პირველადი კაპიტალის ობლიგაციების საპროცენტო განაკვეთი 11.125%-ს შეადგენს და მათი გამოთხოვა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის თანხმობით, 5.25 წლის შემდეგ და ყოველ შემდგომ პროცენტის გადახდის თარიღზე.
აღნიშნული ტრანზაქციის ხელმძღვანელები J.P. Morgan-ი და UBS Investment Bank-ი იყვნენ, თანახელმძღვანელი კი „გალტ ენდ თაგარტი“.
ტრანზაქციის ხელმძღვანელებისა და ბანკის იურიდულ მრჩევლები შესაბამისად Latham & Watkins LLP-ი და Baker & McKenzie LLP-ი იყვნენ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss