ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ფადი ასლი: ჩვენ ვალდებულნი ვართ გავაფრთხილოთ უცხოური კომპანიები საქართველოში არსებული ბიზნეს რისკების შესახებ
22 მარტი, 2019, 11:17
ფადი ასლი: ჩვენ ვალდებულნი ვართ გავაფრთხილოთ უცხოური კომპანიები საქართველოში არსებული ბიზნეს რისკების შესახებ

თბილისი (GBC) - საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნული კომიტეტის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე ფადი ასლი საქართველოს პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძეს ღია წერილით მიმართავს.

 ფადი ასლი მისი საქართველოში საქმიანობის 21 წელს მიმოიხილავს, იმ პრობლემებზე აცხადებს, რაც ამ პერიოდში შეხვედრია და მთავრობას აფრთხილებს, რომ თუ არ მოგვარდება თიბისისა და ომეგა ჯგუფთან დაკავშირებული პრობლემები - იძულებული გახდება გააფრთხილოს უცხოური კომპანიები საქართველოში არსებული ბიზნეს რისკების შესახებ

 ბიზნესმენი წერს, რომ მამუკა ბახტაძესთან ბიზნეს სექტორში არსებულ პრობლემების განხილვას 21 მარტის ინვესტორთა საბჭოს სხდომაზე გეგმავდა, თუმცა ეს შეხვედრა უვადოდ გადაიდო.

ფადი ასლი ამბობს, რომ 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მან, როგორც საქართველოს მოქალაქემ, ხმა მისცა ქართულ ოცნებას, თუმცა  როგორც ჩანს დღეს ამ არჩევანით იმედგაცრუებულია.

როგორც თქვენი მთავრობის ყოველდღიური დამკვირვებელი 2013 წლიდან, ვამჩნევ, რომ ქვეყანას ორი ძალაუფლება მართავს: ოფიციალური, მაგრამ ძალის არმქონე ხელისუფლება, რომელსაც ზოგიერთი სახელმწიფო მოხელე და მათი გუნდი წარმოადგენს, რომელთაც ესმით, როგორ უნდა იმართოს ქვეყანა, და რომლებიც დღე და ღამე მუშაობენ საქართველოს წინსვლის, უცხოურ ინვესტიციების ხელშეწყობის, სიღარიბესთან ბრძოლისა და ქვეყანაში საქმიანი გარემოს გაუმჯობესებისთვის და არაოფიციალური, მაგრამ რეალური ძალა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი წარმოადგენს და რომელიც საკუთარი, არადეკლარირებული დღის წესრიგის მიხედვით მოქმედებს, რათა არ დაუშვას ქვეყანაში უცხოელი ინვესტორების შემოსვლა, არამედ საკუთარი საცეცებით გადაფაროს მსხვილი ბიზნესები, ჩამოიცილოს საქმიანი ხალხი, რომელიც მას არ მოსწონს, ამისათვის გამოიყენოს 1990-იანი წლების მსგავსი კრიმინალური მეთოდები, და ყოველივე აღნიშნული განახორციელოს იმის გამო, რომ მთლიანად აკონტროლებს სახელმწიფო სტრუქტურას, კერძოდ, პროკურატურას, სასამართლოსა და სამართალდამცავ უწყებას


2018 წლის შემოდგომაზე ბატონი ივანიშვილი ტელევიზიით გამოვიდა და ტრაბახობდა, რომ 2017 წელს ფილიპ მორისისა და ბრიტანულ-ამერიკულ თამბაქოს პრობლემების უკან სწორედ იგი იდგა; ეს საქართველოს საერთაშორისო ავტორიტეტს ძალზე ძვირი დაუჯდა და ქვეყანა წლებით უკან დახია. ბიძინა ივანიშვილი იძულებული გახდა უარი ეთქვა თავის გეგმებზე საერთაშორისო ზეწოლის გამო, რაც მისი ქმედებების შედეგად საქართველოს სასამართლო სისტემის რღვევის დაწყებას მოჰყვა

ბატონი ივანიშვილი იდგა, ასევე, Georgian American Alloys პრობლემების უკან; ამ საკითხმა აშშ-სა და ევროკავშირის მაღალჩინოსნების მხრიდან საქართველოსადმი მძაფრი კრიტიკა გამოიწვია და ძალზე სერიოზული ზიანი მიაყენა ქვეყნის იმიჯს
ბატონი ივანიშვილი თავს დაესხა ომეგა ჯგუფს; ეს გახლდათ ადამიანის უფლებების წინააღმდეგ მიმართული საზარელი დანაშაული, კოლექტიური დასჯის უნიკალური შემთხვევა, სადაც იგი აზარალებდა 1500-მდე თანამშრომელსა და მათი ოჯახის წევრებს. ადამიანის უფლებათა 2018 წლის ანგარიშში, რომელიც აშშ- სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ იქნა გამოცემული, 4– თავი მკაფიოდ აღნიშნავს ომეგას მთელ საგას ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას
ბიძინა ივანიშვილის ბოლო, მაგრამ არანაკლებ მასშტაბური ქმედება გახლავთ თავდასხმა თიბისის დამფუძნებლებზე, მათი დაზარალების მცდელობები, შანტაჟი, ზიანის მიყენება ბანკისა და ანაკლიის პროექტისადმი, რომელიც მშენებლობის პროცესშია
თიბისი ქვეყანაში ყველაზე დიდი და მყარი ფინანსური დაწესებულებაა; ხელისუფლების პასუხისმგებლობაა ამ ინსტიტუციის განმტკიცება და დაცვა, რამეთუ თიბისი ქვეყნის ეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის ერთ-ერთ საყრდენს წარმოადგენს; სამწუხაროდ, თქვენი ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილის დავალებით ყოველ ზომას მიმართავდა ამ დაწესებულების ხელშეშლისთვის, მათ შორის, 11 წლის წინ ფულის გათეთრების ცრუ ბრალდებით გამოძიების გაყალბებას, რაც მიზნად ისახავდა ბანკის დესტაბილიზაციას, დამფუძნებლების შანტაჟს და ანაკლიის მშენებლობისთვის ინვესტორთა დაფინანსების შეწყვეტას
ამ მთავრობის მიერ დაფინანსებული შანტაჟის შედეგად ბანკმა ლონდონში მხოლოდ ერთ თვეში 200 მილიონი დოლარის კაპიტალიზაცია დაკარგა, რამაც გამოიწვია დამფუძნებლების ბანკის სამეთვალყურეო საბჭოსგან იძულებით გადადგომა შემდგომი ზარალის თავიდან ასაცილებლად; ამ ზიანს შეურაცხყოფაც დაემატა და, მიუხედავად იმისა, რომ დამფუძნებლები უკვე შეუთანხმდნენ ეროვნულ ბანკს იძულებითი მორიგების თაობაზე, ხელისუფლებას ჯერაც არ შეუწყვეტია მათზე ზეწოლა და შანტაჟი ყველა შესაძლო გზით
მოკლედ რომ ვთქვათ, ბიძინა ივანიშვილი ქვეყანაში ბიზნესის და საინვესტიციო კლიმატის ნომერ პირველ ვალდებულებად და დაბრკოლებად გადაიქცა, რაზეც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებლების 35%–ით შემცირება თავად მეტყველებს მდგომარეობის სავალალოობაზე
უფრო ზუსტად რომ გავიხსენოთ, 2006 წელს საქართველო მსოფლიო ბანკის "ბიზნესის მარტივად კეთებისრეიტინგში 100– ადგილს იკავებდა; ქვეყანამ გაიუმჯობესა საკუთარი რეიტინგი და 2018 წელს #6 ადგილი დაიკავა; ამ თორმეტ წლის განმავლობაში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 10–ჯერ გაიზარდა და 2006 წლისთვის დაფიქსირებული 360 მილიონი აშშ დოლარიდან 2018 წელს 3.2 მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდა
ამის საპირისპიროდ და გასაოცრად, იმავე პერიოდში და იმავე თორმეტი წლის განმავლობაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები კვლავაც 2006 წლის დონეზე რჩება, რაც ნებისმიერი სტანდარტით სრულიად შოკისმომგვრელია; ეს გახლავთ შედეგი უკანასკნელი წლების მანძილზე უცხოელ ინვესტორთა სისტემური და მიზანმიმართული შეურაცხყოფისა, რამაც, მიუხედავად მსოფლიო ბანკის ანგარიშში მითითებული რეიტინგისა, ქვეყნის რეპუტაცია უკიდურესად შელახა საზღვარგარეთ ინვესტორთა წრეებში
აღნიშნულის გასამართლებლად მთავრობა აცხადებს, რომ წლიური ანგარიშის 662 მილიონი დოლარით შემცირება ორი ძირითადი ფაქტორითაა გამოწვეული
1- BP-
ის პროექტი დასასრულს უახლოვდება

2-
ჯეოსელს ყიდულობს "სილქნეტი", რომელიც ამჟამად უცხოელი ინვესტორის ნაცვლად ადგილობრივი კომპანიის ეტიკეტით მოქმედებს
აღსანიშნავია, რომ BP-ის ინვესტიციები 2017 წელს 600 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა, ხოლო 2018 წელს 354 მილიონ აშშ დოლარს, ანუ წინა წელთან შედარებით ინვესტიციები 246 მილიონ დოლარით შემცირდა
რაც შეეხება ჯეოსელს, მათი ინვესტიციები 2017 წელს 23 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თუ მთლიანად ამოვიღებთ BP-ის ინვესტიციებიდან ორივე წლის მაჩვენებელს 2017 წლის ჯეოსელის ინვესტიციებთან ერთად, ცხადი გახდება, რომ 2018 წელს საქართველომ 377 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია დაკარგა, რაც სრულიად გაუმართლებელია
თუ 2018 წლის მაჩვენებლები არასაიმედოა, ისღა დამრჩენია, გამოვხატო ღრმა შეშფოთება 2019 წელთან დაკავშირებით, რადგანაც, ჩემი აზრით, ამგვარი მაჩვენებლების ფონზე 2018 წელი გაცილებით წარმატებული გამოჩნდება
ჩვენი პროგნოზით, 2019 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დამატებით შემცირებას ექნება ადგილი; ამას მოჰყვება ეკონომიკური ზრდის შენელება ეროვნული ბანკის საკრედიტო პოლიტიკის გამო, რაც სერიოზულ გავლენას ახდენს მშენებლობის, უძრავი ქონების და სამომხმარებლო საქონლის სექტორზე
აღნიშნულ სექტორებში ველოდებით გაკოტრების კასკადს, ეს გაკოტრებები კი უეჭველად მოახდენს ზეგავლენას ქვეყნის კომერციულ ბანკებზე
2016
წელს მაშინდელი პრემიერ-მინისტრისკვირიკაშვილისმხარდაჭერისა და ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ხელშეწყობის მიზნით არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში შევქმენი საკონსულტაციო ფირმა სახელწოდებით Channel Georgia; ფირმა მიზნად ისახავს GCC ქვეყნებიდან საქართველოში ინვესტიციების შემოდინების გაზრდას; 2018 წლის ივნისიდან GCC ქვეყნების ინვესტორთა მიმართ მთავრობის ქსენოფობიური პოლიტიკის გამო და ჩვენს ინვესტორებთან შემდგომი გართულებების თავიდან ასაცილებლად, გადავწყვიტეთ, ეს ინვესტორები ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის ბაზრებზე გადაგვეყვანა
2018
წლის ზაფხულში საქართველოში 100 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირების მიზნით ჩვენმა ფირმამ წამოიწყო ევროპული საინვესტიციო ფონდის შექმნა; 18 თებერვალს, თიბისის წინააღმდეგ აგორებული სკანდალის შემდეგ ჩემს გუნდს მივეცი განკარგულება გაეყინათ ეს ფონდი
თუ მე, საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე საქართველოში, არ ვგრძნობ თავს უსაფრთხოდ და არ მიმაჩნია საიმედოდ ჩემს ქვეყანაში ინვესტირება, როგორ უნდა მოვუწოდო ამის გაკეთება უცხოელ ინვესტორს
ძვირფასო პრემიერ მინისტრო, საერთაშორისო სავაჭრო პალატის დღის წესრიგი ითვალისწინებს ბიზნეს კლიმატის გაუმჯობესებას; ჩვენ მხარს ვუჭერთ მთავრობასთან კარგ ურთიერთობებს, მაგრამ არამც და არამც ბიზნესის კლიმატის ან რომელიმე ჩვენი წევრი კომპანიის ხარჯზე, რომელთაც სახელმწიფო სტრუქტურები ბიძინა ივანიშვილის ბრძანებით მიზანმიმართულად ესხმიან თავს და ახორციელებენ ზეწოლას
წელს საერთაშორისო სავაჭრო პალატა 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. ჩვენ მსოფლიოს უმსხვილესი ბიზნეს ორგანიზაცია ვართ; ჩვენ რიგებში მსოფლიო მასშტაბით 6 მილიონზე მეტი საწარმო ერთიანდება და აქტიურად წარმოვადგენთ 140 ქვეყანას; ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ G8–თან, G20–თან, მსოფლიო ბანკთან, მსოფლიო სავალუტო ფონდთან, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციასთან, WTO-თან; ასევე, წარმოვადგენთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მუდმივმოქმედ წევრდამკვირვებელს.
თუ უახლოეს დღეებში არ შეწყდება ზეწოლა და შანტაჟი ჩვენი წევრისთი-ბი-სიისმიმართ და არ დაიხურება პროკურატურის მიერ შეთითხნილი ბრალდება, თუ ჩვენს წევრსომეგა ჯგუფსარ მიეცემა შესაძლებლობა განაგრძოს თავისი საქმიანობა ჩვეულ რეჟიმში, ჩვენ სხვა არჩევანი აღარ გვრჩება, გარდა იმისა, რომ ოფიციალურად ვაცნობოთ და მსოფლიოს მასშტაბით გავაფრთხილოთ ICC-ის ყველა ეროვნული კომიტეტი იმ აგრესიული თავდასხმების, ზეწოლისა და შანტაჟის შესახებ, რასაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს ადგილობრივი ბიზნესისა და უცხოელი ინვესტორების წინააღმდეგ
თქვენთვის ცხადია ალბათ, რომ ამას საქართველოში ინვესტირებისა და ქვეყნის რეპუტაციის კუთხით დამანგრეველი შედეგები მოჰყვება; ICC- საქართველო არასდროს მისულა მსგავს უკიდურესობამდე, მაგრამ, ვხედავთ რა განსაკუთრებულ აგრესიას უცხოელი ინვესტორებისა და ადგილობრივი ბიზნესების მიმართ, ჩვენ ვეღარ დავხუჭავთ თვალებს და ვეღარ გავხდებით მოწმენი სხვა უდანაშაულო ბიზნესის შევიწროებისა და ზეწოლის
ჩვენ ვალდებულნი ვართ გავაფრთხილოთ უცხოური კომპანიები საქართველოში არსებული ბიზნეს რისკების შესახებ
გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ, ბატონი ივანიშვილი საბოლოოდ გააცნობიერებს იმ ვითარების სერიოზულობას, რომელშიც ჩააყენა ქვეყანა; იმოქმედებს საქართველოს საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, რათა ბოლო მოეღოს ზეწოლას ყველა იმ კომპანიაზე, რომელსაც თავს ესხმის და უპირობოდ გაუღებს კარს უცხოურ ინვესტიციებსა და ყველა ქართულ ბიზნესს, მიუხედავად მათი პოლიტიკური ორიენტაციისა, რათა საქართველოს მოსახლეობისთვის შეიქმნას სამუშაო ადგილები და კეთილდღეობა“, - ნათქვამია ღია წერილში.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები