| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ბიზნესმენი თემურ ჭყონია
კოკა-კოლას ახალი ქარხანის გახსნას მოუთმენლად ელის და აღნიშნავს, რომ
“მშენებლობის დაწყება უფრო მარტივი ყოფილა, ვიდრე დასრულება”.
ახლა ქარხნის
ბოლო შტრიხებზე მიდის მუშაობა.
ბიზნესმენს ქარხნის მაღალი სტანდარტებით,
თანამედროვე ტექნოლოგიებით და მეტიც, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ქარხნის
შენობის ამბიცია აქვს, შესაბამისად, პროექტსა და დიზაინში კრეატიული ცვლილებები
რამდენჯერმე შეიტანეს, რის გამოც ყოველ დღე იზრდება ინვესტიციები ამ მიმართულებით.
“ასე თუ გაგრძელდა და არ გავჩერდით გავკოტრდებით კიდეც”, - ხუმრობით აღნიშნა
ბიზნესმენმა.
“ეს ის შემთხვევაა, როდესაც მოუთმენლად ველი, თუ
როგორი იქნება ახალი ქარხანა და სწორედ ამიტომ, ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც
საკუთარ თავს არ ვაჩქარებ. გვაქვს არსებული ქარხანა, პრობლემა არ აქვს კოკა-კოლას
ჩამოსხმას და ამიტომ სიჩქარე აუცილებელი არაა”, - აცხადებს ჭყონია.
ქარხანაში კოკა-კოლას ისტორია იქნება წარმოდგენილი,
სამუზეუმო დანიშნულებასაც შეიძენს და ბიზნესმენი ფიქრობს, რომ ყოველ თვე 2000
ვიზიტორი ეყოლებათ, ვისაც უფასოდ ჩაუტარებენ ქარხნის ტურს და დაასაჩუქრებენ კიდეც.
“გვინდა, რომ ადამიანები, ვინც ჩვენს ქარხანაში მოხვდებიან, გაოცდნენ!”.
შენობაში ასევე იგეგმება სხვადასხვა საინტერესო
ლექციების ჩატარებაც.
ჭყონიას განცხადებითვე, ქარხანა 1000-მდე
ახალგაზრდა, მოტივირებულ სტუდენტს ქვეყნის მასშტაბით, დასვენების პერიოდში მისცემს
შანსს დასაქმდეს და მიიღოს გამოცდილება. ეს პროექტი სწორედ ახლა მუშავდება.
რაც შეეხება კოკა-კოლას ქარხნის ძველ შენობას,
კოლიერსი და თიბისი ბანკი მუშაობენ მის რეალიზაციაზე. ასევე ბიზნესმენი საინტერესო
პროექტის არსებობის შემთხვევაში მონაწილეობასაც არ გამორიცხავს. “თუკი იქნება
თუნდაც ბინები, არ მსურს თავად ვიყო რეალიზაციაში ჩართული. ხოლო, რაც შეეხება “პატარა უბნის” პროექტის
განვითარებას, რასაც ვფიქრობდი, ეჭვი
მეპარება კარგი გამომივიდეს, რადგან ეს არაა ჩემი ბიზნეს პროფილი”, - აღნიშნავს
ბიზნესმენი.
დღის წესრიგშია ქუთაისსა და ბაკურიანში
სასტუმროების მშენებლობის პროექტიც, თუმცა ჯერ მთელი ორიენტირი ახალ ქარხანაზეა
გადატანილი.
ასევე ვამუშავებთ მაკდონალდსის პროექტს, აეროპორტის
ტრასაზე. ვფიქრობ, თბილისს 10-15 მაკდონალდსის რესტორანი კიდევ სჭირდება. ამისთვის
ჩვენ ფინანსურად მზად ვართ, თუმცა ეს პროცესი სხვადასხვა ეტაპების გავლას საჭიროებს
- როგორიცაა მიწების საკითხი, ზოგი ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებაშია, ზოგი
მერიის, ზოგ შემთხვევაში ტენდერის გამოცხადებაა საჭირო და ა.შ".
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss