ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
თბილისში ZARA -ს კიდევ ერთი მაღაზია იხსნება
16 მარტი, 2019, 16:21
თბილისში  ZARA -ს კიდევ ერთი მაღაზია იხსნება

თბილისი (GBC)- Inditex -ის ბრენდების წარმომადგენელი წელს თბილისის ცენტრალურ უბანში ახალი მაღაზიის გასახსნელად 3.3 მილიონი ევროს ინვესტიციას განახორციელებს.  

Spanish Retail Georgia, რომელიც Zara - ბრენდს წარმოადგენს, 2 833 კვ. ფართზე ახალ მაღაზიას თბილისის ცენტრალურ უბანში, ახალ სავაჭრო ობიექტში გახსნის და  68 პირს დაასაქმებს.  

Spanish Retail Georgia - მფლობელი და ასევე Zara-, Massimo Dutti-,  Pull&Bear-ის, Oysho-, Bershka-, GAP -ის და Inditex -ის სხვა ბრენდების წარმომადგენელი  Retail Group Georgia 2019 -2020 ფინანსური წლისთვის შემოსავლების 6%-ით ზრდას ელის.  კომპანია 15 ახალი მაღაზიის გახსნის გეგმაზეც აცხადებს. 

კომპანიისთვის ფინანსური წელი 31 მარტს სრულდება, შესაბამისად ახალი ანგარიში წელს მოგვიანებით გამოქვეყნდება.

2017 წლის 31 მარტიდან 2018 წლის 31 მარტის პერიოდში კი,  Spanish Retail Georgia - რეალიზაციიდან 48.3 მლნ ლარის მიიღო, მოგება  კი, 4.8 მლნ ლარი იყო.  (2017 წლის მარტი - 4.2 მლნ).

კომპანიის მენეჯმენტი აღნიშნავს, რომ შემოსავლების ზრდასთან ერთად 2018-2019 ფინანსური წლისთვის ჯგუფს დაგეგმილი აქვს 12.7 %-იანი EBITDA, 2019-2020 ფინანსური წლისთვის კი 15.4 %-იანი EBITDA- მიღწევა. რაც შეეხება მის შვილობილ შპს Spanish Retail Georgia- 2018-2019 და 2019- 2020 წლების პროგნოზი ასეთია: 16.9% და 18.8%-იანი EBITDA წლების შესაბამისად.

ფინანსურ ანგარიშში აღნიშნულია, რომ წელს  მთავარ გამოწვევად რჩება გამძაფრებული კონკურენცია და ბაზრის წილის ზრდა.

როგორც ვხედავთ, საქართველოს ეკონომიკა იზრდება ვალუტის კურსის მკვეთრი მერყეობით და ფასების ზრდის თანხლებით. სავალუტო რისკი ჩვენი ჯგუფისთვის წარმოადგენს დანაკარგების შესაძლო საფრთხეს, რაც დაკავშირებულია უცხოური ვალუტის (აშშ დოლარი, ევრო, ფუნტი სტერლინგი) კურსის ცვლილებით ლართან მიმართებაში, რაც წარმოიქმნება საგარეო- ეკონომიკური საქმიანობის და უცხოურ ვალუტაში ოპერაციების განხორციელებისას. კომპანიას ჩამოაყალიბებული აქვს სავალუტო რისკის მართვის სისტემა. მაგალითად, ექსპორტის შემთხვევაში (სომხეთი, აზერბაიჯანი) თუ გვაქვს მოლოდინი, რომ მისაღები ვალუტა გაუფასურდება რამოდენიმე კვირაში, ვითხოვთ გადასახდელი თანხის დაუყონებლივ მიღებას. იმპორტის შემთხვევაში, თუ გვაქვს მოლოდინი, რომ ადგილობრივი ვალუტა გაუფასურდება, ბრენდ პარტნიორებთან მოლაპარაკებების გზით ვცდილობთ გადასახდელი თანხის გადავადებას“, - აღნიშნულია  Spanish Retail Georgia- მმართველობით ანგარიშში.

აღსანიშნავია, რომ Retail Group Georgia მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი და მრავალფეროვანი პორტფოლიოს მქონე Alhokair Fashion Retail-ის დაქვემდებარებაში მყოფი კომპანიაა, რომლის სათავო ოფისი საუდის არაბეთში მდებარეობს. Alhokair- 90-მდე ბრენდს აერთიანებს, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჩრდილოეთ აფრიკაში, ბალკანეთის ქვეყნებსა და ამერიკაში 2 000-ზე მეტ მაღაზიას უძღვება.

Alhokair- საქართველოს ტერიტორიაზე ფლობს სავაჭრო ნიშანზე უფლებას ტანსაცმლის, ფეხსაცმლის და აქსესუარების ისეთ ბრენდებზე, როგორიცაა Marks&Spenser, Mango, Us Polo, Charles & Keith, Monsoon, Flormar, Aldo, F&F, GAP, Banana Republic, Clarks, Promod, Zara Inditex და სხვ.

Retail Group Georgia- საქართველოში  2012 წლიდან  ათობით მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა, წარმოდგენილია დედაქალაქის 3 სავაჭრო მოლში (თბილისი მოლი, მერანი, ისთ ფოინთი) და დასაქმებული ჰყავს 700-დე მოქალაქე.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები