| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - როდესაც არის არატრანსპარანტული გარემო და არის კონკრეტულ პროექტზე მიზანმიმართული ზეწოლა, ეს აფერხებს არა მხოლოდ კონკრეტულ პროექტს, არამედ ქვეყნის საინვესტიციო კლიმატზეც უარყოფითად აისახება, - განაცხადა „ანაკლია სითის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთი ბოჭორიშვილმა.
მისი
თქმით, პორტის ინვესტორების მიმართ დაწყებული
გამოძიება გამჭვირვალედ უნდა წარიმართოს,
რადგან ბევრ კითხვას უჩენს, როგორც
ადგილობრივ
ინვესტორებს,
ასევე
საერთაშორისო
ბიზნეს
საზოგადოებას.
ქეთი ბოჭორიშვილი ანაკლიის
სპეციალური ეკონომიკურ ზონის გეგმებზეც საუბრიბს,
ამბობს, რომ რამოდენიმე მიმართულებით მუშაობენ
იაპონურ კომპანიასთან
და მოლაპარაკებების დეტალებს უახლოეს მომავალში
გააცნობენს
საზოგადოებას.
„ველაპარაკებით, ლოგისტიკურ
და
წარმოების
კომპანიებს, გვაქვს წინასწარი
ხელშეკრულებები
ძალიან
ბევრ
ლოგისტიკურ
კომპანიასთან,
რაც
ნიშნავს,
რომ
ამ
კომპანიების
შემოსვლით,
ჩვენს
ქვეყანაში
შემოვა
დამატებითი
ტვირთი და, რაც ყველაზე
მთავარია,
ჩვენ
არ გვინდა, რომ
მარტო
ტვირთი
გავატაროთ,
ჩვენი
მთავარი
მიზანია,
რომ
ტვირთის
გადამუშავება
მოხდეს
აქ - დასაწყობება,
შეფუთვა, აწყობა,
თუ წარმოება.
ჩვენ ერთი
დღეც
არ
შეგვიჩერებია
როგორც
პორტზე,
ასევე
ზონაზე
მუშაობა.
შესაბამისად, პროექტი მიმდინარეობს, თუმცა
მომავალში
რა
მოხდება
ამაზე
პასუხის
გაცემა
გამიჭირდება”, - განაცხადა ბოჭორიშვილმა
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss