ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ირაკლი იაშვილი გირჩს პასუხობს- რა ვუყო, რომ არ მჯერა ამ თქვენი ცრემლების და გულწრფელობის
8 მარტი, 2019, 16:06
ირაკლი იაშვილი გირჩს პასუხობს-  რა ვუყო, რომ არ მჯერა ამ თქვენი ცრემლების და გულწრფელობის

თბილისი (GBC) - 2004-2012 წლებში, როცა ოჯახის წევრის პატიმრობის გამო, ციხის კარებთან ვიდექი, ჩემი კომპანიები კი, ჯვარზე იყო გაკრული, არა თუ წყალი მოუწოდებია ვინმეს ჩემთვის, არამედ ნუგეშისესემესიცკი არ გამოუგზავნია - ბიზნესმენი ირაკლი იაშვილი პოლიტიკურ პარტია „გირჩს“ სოციალურ ქსელში პასუხობს.

ბიზნესმენი გზავნილში ამბობს, რომ „მიმდინარე აჟიოტაჟზე“ საკუთარი, სავარაუდოდ, სწორი ვერსიაც გააჩნია, ასევე მიიჩნევს, რომ 2012 წლის დამსახურებაა „ახლა რომ გამოჩნდნენ უხვად ვაჟკაცი, პატრიოტი, ქვეყნის მომავალზე მზუნველი მარიხუანით აბოლილი გულშემატკივრები“.

რამდენიმე დღეა, რაც სოციალურ ქსელში ვისმენ და ვკითხულობ იმის თაობაზე, რომ ვარ შეშინებული, მლიქვნელი და ცეხავიკი ბიზნესმენი, რომელიც არ ვიღებ ხმას და არ ვამბობ, რომ ხელისუფლება ერჩის ჩემს ბიზნესს. ზოგიერთ პოსტს ჩემი სურათიც ახლდა სხვა კოლეგებთან ერთად და სწორად ამიტომ მსურს გაცნობოთ ჩემი პოზიცია.

27 წელი სრულდება წელს, რაც ვსაქმიანობ ამ ქვეყანაში. ამ წლების განმავლობაში ვმოქმედებდი და ახლაც ვმოქმედებ მთავარი პრინციპით, რომ არ შევიდე არანაირ გარიგებაში სახელმწიფოსთან. რაც ნიშნავს იმას, რომ არასოდეს მიმიღია მონაწილეობა სახელმწიფო ტენდერებში, შესყიდვებში და პრივატიზაციებშიც კი. ერთი თეთრის სარგებელიც კი არ მიმიღია და არც ვაპირებ რომ მივიღო სახელმწიფოსგან, სხვათაშორის იმიტომაც, რომ სხვადასხვა უმწიფარი და შეუმდგარი ადამიანებისგან არ ვისმინო ის, რაც ამ დღეებში მოვისმინე ჩემზე.

2004 წლიდან დაიწყო არნახული შეტევა ჩემზე და ჩემს კომპანიებზე (მიზეზი კონკრეტული ჩემი ყოფნა მიშას ოპოზიციაში). 2004-2012 წლებში ვიდექი ციხის კარებებთა (ოჯახის წევრის პატიმრობის გამო), კომპანიები კი ჯვარზე გაკრული იყო ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ამ სიტუაციაში არა თუ წყალი მოუწოდებია ვინმეს ჩემთვი, არამედ ნუგეშის ესემესიც კი არ გამოუგზავნიათ. ეშინოდათ და იმიტომ! და არც არავისთვის მითხოვია ამის გაკეთება, რადგანაც ასეთი საქციელი გმირობის ტოლფასი იყო მაშინ. იმ დროს კი გმირობას ვერავის მოვთხოვდი. ასე რომ, ახლა რომ გამოჩნდნენ უხვად ვაჟკაციპატრიოტი, ქვეყნის მომავალზე მზუნველი მარიხუანით დაბოლილი გულშემატკივრები- ეს არის 2012 წლის დამსახურება,ოღონდ ობიექტურად ასეა. ვისაც რა მოგადგებათ ენაზე იმას, რომ ბოდავთ და ამისთვის არავინ არაფერს გერჩით. ერთი ხმა ამოგეღოთ მაშინ, როცა მართლა გვიჭირდა და ვნახავდი სად იქნებოდით, ან საერთოდ იქნებოდით თუ არა! 

კიდევ ერთი, საკმაოდ დიდი, ვიმეორებ, საკმაოდ დიდი პოლიტიკური გამოცდილებაც გამაჩნია ეკონომიკურთან ერთად და კარგად ვიცი ტექნოლოგიები, თუ როგორ ხდება .. თემის აწევა  და მერე ამ " აწეული თემით" ხანგრძლივი სპეკულირება სხვადასხვა პოლიტიკური მიზნების მისაღწევად და რა ვუყო, რომ არ მჯერა ამ თქვენი ცრემლების და გულწრფელობის!

P.s. რაც შეეხება მიმდინარე აურზაურს, აქ ჩემი კონკრეტული შეხედულება გამაჩნია და იმ ჩემს დაბოლილ ოპონენტს მივმართავ: როდესაც ცოტა მიგინელდება პლანის მოქმედება და ცოტათი ნათელი მოეფინება შენს გონებას, დამიკავშირდი და ამ მიმდინარე აჟიოტაჟთან დაკავშირებით ჩემს ვერსიას(სავარაუდოთ, სწორს) მოგიყვები!“, - წერს ბიზნესმენი.

ქართული ბიზნესის წარმომადგენლებს რამდენიმე დღის წინ პოლიტიკური გაერთიანებაგირჩმამიმართა და საბჭოთა ცეხავიკის“ ფსიქოლოგიის ადამიანებად მოიხსენია.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები