| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლი მამუკა ხაზარაძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გადადგომას და მისი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს.
მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, რომ ის აგრძელებს დავას ეროვნული ბანკის და პროკურატურის წინააღმდეგ,
„გავაგრძელებ დავას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, იმიტომ რომ ის, რაც ჩვენს წინააღმდეგ მოხდა, სცილდება ყოველგვარ ნორმას და ზღვარს“, - განაცხადა ბიზნესმენმა დააღნიშნა, რომ ყველა ინვესტორი, დელეგაცია და ელჩი მთავრობას და სებ-ს ღიად ეუბნება,
რომ “არ შეიძლება ასე გადაწყვეტა და რომ ანაკლიას ჩვენ ამ ფორმატში ხელს ვერ მოვაწერთო“..
„მე დაგანახეთ რომ არც ბანკს ვეფარები და არც ანაკლიას, მე გადავდექი რომ ბანკი მძიმე მდგომარეობაში არ ჩამეყენებინა, მაგრამ როგორც მიდის პროცესები, 600 მილიონს უნდა მოვაწეროთ ხელი მაის-ივნისში, მე წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ ჩვენი მონაწილეობით მოხდეს ამ კონტრაქტის დახურვა.
მე მინდოდა მთელი სურათი მეჩვენებინა თქვენთვის და ბოლოს მე სრულ უნდობლობას ვუცხადებ ეროვნულ ბანკის პრეზიდენტის და მისი მოადგილის კომპეტენციას და მინდა, რომ დადგეს, არ ვიცი მაქვს თუ არა ამის უფლება, ეს თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობა“, - აღნიშნა ხაზარაძემ.
მან მოითხოვა, შეიქმნას სპეციალური კომისია, სადაც ყველა
დეტალი და წერილი იქნება დეტალურად წარდგენილი.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss