| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ჭიათურაში
მანგანუმის მადნის გადამამუშავებელი ახალი ქარხანის
პროექტი დასკვნით ეტაპზეა.
20 მილიონიანი ქარხნა ულტრათანამედროვე ტექნოლოგიით
არის აღჭურვილი.
„თამამად
შეიძლება ითქვას, რომ ეს არის მანგანუმის მადნის გადამამუშავებელი ქარხანა, რომლის ანალოგიც მსოფლიოში არ არსებობს და რომელიც, როგორც გარემოს დაცვის, ისე ეკონომიკური თვალსაზრისითაც, მაქსიმალურად ეფექტური იქნება“,
- მიიჩნევს „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეცმმართველი ნიკოლოზ ჩიქოვანი.
აღსანიშნავია,
რომ მანგანუმის მადნის გადამუშავების აქამდე არსებული ტექნოლოგია, მის წყლით რეცხვას და ნარეცხი წყლის მდინარე ყვირილაში ჩაშვებას გულისხმობდა, რაც, ბუნებრივია, მდინარეს მნიშვნელოვნად აბინძურებდა. ახალი
ტექნოლოგიით, საწარმოო პროცესი დახურული ციკლით წარიმართება. ეს ნიშნავს, რომ ნედლეულის გადამუშავების პროცესში, მდინარეში წყლის ჩადინების ნაცვლად, მისი მრავალჯერადი გაფილტვრა და საწარმოო ციკლში ხელახალი გამოყენება მოხდება, რაც მდინარის დაბინძურებას სრულად გამორიცხავს.
„უნდა აღინიშნოს
ის ეკონომიკური უპირატესობაც, რასაც ახალი კომპლექსის ექსპლუატაციაში შესვლით მოველით. მისი წარმადობისა და გამოსავლიანობის მაჩვენებლები გაცილებით მაღალია, ვიდრე არსებული ტექნოლოგიის პირობებში, ხოლო საწარმოო დანაკარგების ოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდება. ეს, კომპანიას ექსპორტირებული პროდუქციის რაოდენობის გაზრდის შესაძლებლობას აძლევს და იმის გათვალისწინებით, რომ „ჯორჯიან მანგანეზზე“ ქვეყნის მთლიანი ექსპორტის საკმაოდ დიდი წილი მოდის - არანაკლებ მნიშვნელოვანია“,
- აღნიშნავს ნიკოლოზ ჩიქოვანი.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss