ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
Babillon Tower -ის ინვესტორ კომპანაის მასშტაბურ ჯარიმებს ჩამოაწერენ
28 თებერვალი, 2019, 23:57
Babillon Tower -ის ინვესტორ კომპანაის მასშტაბურ ჯარიმებს ჩამოაწერენ

თბილისი (GBC) - რამდენიმეწლიანი შეჩერების შემდეგ, ბათუმში Babillon Tower-ის სამშენებლო სამუშაოები მალე განახლდება.

 

აჭარის მთავრობის ცნობით, პროექტის ინვესტორმა კომპანიამ Tam Geo აჭარის მთავრობას უკვე წარუდგინა მშენებლობის დასრულების ახალი განრიგი. ასევე, წარმოადგინა მშენებლობის დასრულებისთვის საჭირო გარანტია და მთავრობას ხელშეკრულების დარღვევისთვის მასზე დარიცხული ჯარიმების ჩამოწერა სთხოვა.

 

2019 წლის 27 თებერვლის მდგომარეობით კომპანიას ჯამში 7 599 941,55 ლარისა და 14 276 191,25 დოლარის პირგასამტეხლო ერიცხება.

 

მათი ინფორმაციით, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და Tam Geo- შორის 2012 წელს დადებული კონტრაქტი მალე განახლდება და ახალი ვალდებულებების მიხედვით, Babillon Tower-ის ექსპლუატაციაში 2021 წლის ბოლომდე შევა. თავისი შინაარსით ეს იქნება მულტიფუნქციური კომპლექსი, რომელიც მაღალი კლასის 168 ნომერზე გათვლილ სასტუმროს, საცურაო აუზს, კაფე-ბარებს და რესტორნებს, კაზინოს, სავაჭრო ცენტრს და სხვადასხვა დანიშნულების კომერციულ ფართს გააერთიანებს.

 

შეგახსენებთ, კომპლექსის მშენებლობა   ინვესტორი კომპანიის მფლობელებს შორის სამართლებრივ დავას უკავშირდებოდა.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები