ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
სსფ-ს მისია საქართველოში მიმდინარე რეფორმებს იწონებს
28 თებერვალი, 2019, 11:18
სსფ-ს მისია  საქართველოში მიმდინარე რეფორმებს იწონებს

თბილისი (GBC) - საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ საქართველოში ვიზიტი დაასრულა.

მისიის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ დაწყებული რეფორმები კერძო სექტორს გარდაქმნის ეკონომიკური ზრდის მამოძრავებლად, მოახდენს ეკონომიკის დივერსიფიკაციას და გააუმჯობესებს საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების დონეს.

მერსედეს ვერა-მარტინი შემაჯამებელ პრესრელიზში მიესალმება საგარეო ბუფერების ზრდისკენ მიმართულ ეროვნული ბანკის ძალისხმევა, უცხოური ვალუტის შესყიდვითა და შესყიდვის ოფციონების მეშვეობით.

ფისკალური დეფიციტი გაუმჯობესდა და მშპ- 2.5 პროცენტი შეადგინა, თუმცა, ხარჯის დიდი ნაწილი 2018 წლის ბოლოს იქნა გაწეული, რამაც წინა თვეებში ხარჯვის ჩამორჩენა დააბალანსა. ბოლო თვეების განმავლობაში ინფლაცია ეროვნული ბანკის 3 პროცენტიან სამიზნე მაჩვენებელზე დაბლა ნარჩუნდება. დაბალი ინფლაციის მოლოდინის პირობებში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განაგრძო მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზაცია და პოლიტიკის განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით შეამცირა ამა წლის 30 იანვარს. საბანკო სექტორის კაპიტალიზაცია მაღალია და სექტორი მომგებიანია. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეროვნული ბანკის მიერ ბოლოხანს გატარებული საზედამხედველო საერთაშორისო სავალუტო ფონდი ღონისძიებები შეესაბამება ეროვნული ბანკის ვალდებულებას განამტკიცოს ფინანსური სექტორის სტაბილურობა, - ნათქვამია პრესრელიზში.

მისიის შეფასებით, 2019 წელს მოსალოდნელია ეკონომიკის 4.6 პროცენტით ზრდა.

 მაღალი ხარჯები ინფრასტრუქტურაზე (2018 წლის ბოლოს გაწეული ხარჯების ჩათვლით) დააბალანსებს ნაკლებ პოზიტიური საგარეო გარემოს და კრედიტის დაბალი ზრდის გავლენას ეკონომიკაზე. ინფრასტრუქტურული ხარჯვის მატების პარალელურად უნდა გაუმჯობესდეს პროექტების შერჩევის და მართვის პრაქტიკა.

მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 8 პროცენტის დონეზეა მოსალოდნელი, მაღალი ექსპორტის და ფულადი გადმორიცხვების შედეგად.

ეკონომიკურ პერსპექტივაზე მოქმედი დაღმავალ რისკებს შორისაა სავაჭრო პარტნიორების დაბალი ზრდა, საერთაშორისო სავაჭრო დაძაბულობა და კრედიტის ზრდის მოსალოდნელზე მეტად შენელება. საპასუხოდ საჭიროა გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკა ეკონომიკური მდგრადობის გასაძლიერებლად და რეზერვების დასაგროვებლად, მოქნილი გაქცვლითი კურისის შენარჩუნებით.

სსფ- მისია იწონებს ქვეყნის ხელისუფლების ძალისხმევას სტრუქტურული რეფორმების გატარების კუთხით და აღნიშნავს შემდგომი ნაბიჯების საჭიროებას ინკლუზიური ზრდის და გარეშე შოკების მიმართ ეკონომიკის მდგრადობის უზრუნველსაყოფად. ხელისუფლებამ აამოქმედა რეგულაცია მოსახლეობის ჭარბვალინობისგან დასაცავად, ასევე დახვეწა ფისკალური წესები. მიმდინარეობს მუშაობა გადახდისუუნარობის ახალ კანონზე, რისკებზე დაფუძნებული დღგ- ავტომატური ანაზღაურების სისტემის ასამუშავებლად და ბანკების რეზოლუციის ჩარჩოს შესაქმნელად. არსებული ეკონომიკური გარემო ქმნის საშუალებას განათლების სისტემის და ბიზნეს გარემოს დასახვეწად, საქართველოს გზების გასაუმჯობესებლად და სავაჭრო ურთიერთობების გასაღრმავებლად, - ნათქვმია პრესრელიზში, სადაც აღნიშნულია, რომსსფ- მისია ელოდება დიალოგის გაგრძელებას სსფ- მიერ მხარდაჭერილი საქართველოში მიმდინარე პროგრამის მეოთხე მიმოხილვის მსვლელობისას ამა წლის აპრილ-მაისში.“

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები