ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ახვლედიანი: ბანკები შეშფოთებულები არიან და გვიწევს ახსნა-განმარტებების კეთება, მათი დარწმუნება
27 თებერვალი, 2019, 11:13
ახვლედიანი: ბანკები შეშფოთებულები არიან და გვიწევს ახსნა-განმარტებების კეთება, მათი დარწმუნება

თბილისი (GBC) - „ანაკლიის განვითარების კონსორციუმისგენერალური დირექტორი პორტის პროექტის დაფინანსების შეფერხების საფრთხეზე საუბრობს.

 ლევან ახვლედიანი ამბობს, რომ ბოლოდროინდელმა მოვლენებმა, რაც მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ირგვლივ განვითარდა, პროექტს პრობლემები უკვე შეუქმნა.

 პირდაპირ უნდა ვთქვა და არაფერი დასამალი არ არის, რომ ბანკები შეშფოთებულები არიან. რა თქმა უნდა, არაერთი შეკითხვა მოდის და ეს რესურსი ჩვენ შეგვიძლია მოვახმაროთ უფრო საქმიან პროცესებს. გვიწევს ახსნა-განმარტებების კეთება, მათი დარწმუნება, რომ ყველაფერი წესრიგშია და არ არის ეს სერიოზული და მე პირდაპირ მინდა ვთქვა ისიც, რომ თუ ეს პროცესები არ დასრულდა და სიცხადე არ მოეფინა გაუგებრობას, ბანკები გვეუბნებიან, რომ პროცესებს, რა თქმა უნდა, არ ვაჩერებთ და მუშაობას ვაგრძელებთ, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას ისინი არ მიიღებენ“, - განაცხადა ლევან ახვლედიანმა TV პირველზე, "საქმიან დილაში". 

როგორც ცნობილია  საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან 400 მლნ დოლარის მოზიდვაა დაგეგმილი. პორტის პირველი ფაზის მშენებლობა 640 მლნ დოლარი დაჯდება. დაახლოებით 70 მილიონი უკვე დახარჯულია.

უახლოეს პერიოდში კონსორციუმმა 2 ტენდერის გამარჯვებულები უნდა დაასახელოს. პორტის მშენებელი და ამწეებისა და დანადგარების მომწოდებელი.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები