ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ლევან ალაფიშვილი: ანაკლიის პორტის სახალხო პროექტად ქცევა გადაარჩენს მას
27 თებერვალი, 2019, 11:00
ლევან ალაფიშვილი: ანაკლიის პორტის სახალხო პროექტად ქცევა გადაარჩენს მას

თბილისი (GBC) –  იურისტი ლევან ალაფიშვილი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ აქციების გამოშვებას ურჩევს, რომლის მფლობელები საქართველოს მოქალაქეები გახდებიან.

ანაკლიის პროექტში ჩადეთ სავალდებულო პენსიიდან მიღებული ჩვენი მილიონები! კარგი იქნება თუკი კონსორციუმი აქციებს გამოუშვებს და მოქალაქეები გახდებიან აქციონერები. ანაკლიის პორტის სახალხო პროექტად ქცევა გადაარჩენს მას!, - წერს ლევან ალაფიშვილი Facebook-ის გვერდზე.

ალაფიშვილი განცხადებას იმ ფონზე აკეთებს, როცა პორტის ინვესტორები პორტის დაფინანსების შეფერხების საფრთხეზე აღნიშნავენ.

მამუკა ხაზარაძე და მისი გუნდი მიიჩნევს, რომ თუ ბიზნესმენის გარშემო გაურკვევლობა და ჭორები სწრაფად არ დასრულდება, შესაძლოა  ფინანსურმა ინსტიტუტებმა პროექტი არ დააფინანსონ.

ბანკები შეშფოთებულები არიან. რა თქმა უნდა, არაერთი შეკითხვა მოდის და ეს რესურსი ჩვენ შეგვიძლია მოვახმაროთ უფრო საქმიან პროცესებს. გვიწევს ახსნა-განმარტებების კეთება, მათი დარწმუნება, რომ ყველაფერი წესრიგშია და არ არის ეს სერიოზული და მე პირდაპირ მინდა ვთქვა ისიც, რომ თუ ეს პროცესები არ დასრულდა და სიცხადე არ მოეფინა გაუგებრობას, ბანკები გვეუბნებიან, რომ პროცესებს, რა თქმა უნდა, არ ვაჩერებთ და მუშაობას ვაგრძელებთ, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას ისინი არ მიიღებენ“, - განაცხადა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დირექტორმა TV პირველზე გადაცემა „საქმიან დილაში“.

როგორც იცით, პორტის პირველი ფაზის მშენებლობა 600 მლნ დოლარი ჯდება. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები