| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - იძულებითი ნაბიჯი გადავდგით, რომ დაგვეტოვებინა ბანკი, მაგრამ ღირსებას და სამართალს არ დავთმობთ, - „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ამბობს, რომ მათ წინააღმდეგ ორკესტრირებული შეტევა განხორციელდა.
„დღევანდელი მსჯელობა სწორედ იმიტომ იყო მოწვეული, რომ გაგვეკეთებინა განმარტებები და დაწყნარებულიყო ეს სიტუაცია. მედიას, საზოგადოებას და დეპუტატებს უნდა გაერკვიათ, თუ რა მოხდა რეალურად. ჩვენ ვართ ორკესტრირებული შეტევის მსხვერპლი,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
მან აღნიშნა, რომ ბოლო 1 თვეა საფინანსო ინსტიტუტებთან შეხვედრებზე ნომერი 1 განხილვის თემა თიბისის საქმეა.
„მაქვს შეხვედრები ყველა საფინანსო ინსტიტუტთან, ეს არის ნომერ პირველი სალაპარაკო თემა. უკვე კომენტარები მიდის, რომ საქართველო მიდის სხვა მიმართულებით. აი, ეს არის საფრთხე“, - მიიჩნევს ბიზნესმენი.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss