| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - თიბისი ბანკი საქართველოს ეროვნულ ბანკთან ყველა სახის სასამართლო დავას წყვეტს და დაწესებულ 1 მილიონ დოლარსაც გადაიხდის, - გადაწყვეტილება ბანკის აქციონერებმა მიიღეს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ თიბისი ბანკი გააგრძელებს სებ-თან თანამშრომლობას, ბანკის კორპორაციული მართვის ხარისხის გაუმჯობესებისთვის, რათა არ გაჩნდეს რაიმე სახის კითხვები მესამე მხარის მხრიდან.
თიბისი ბანკი ითვალისწინებს ქვეყნის საინვესტიციო იმიჯის შესაძლო ზიანს და პატივს სცემს ეროვნული ბანკის როგორც კვალიფიციური მარეგუილირებლის როლს და აცხადებს, რომ იგი განახორციელებს სამეთვალყურეო საბჭოს რესტრუქტურიზაციას, რომლის თანახმადაც დამფუძნებელი აქციონერები არ იქნებან წარმოდგენილი სს "თიბისი ბანკის" საზედამხედველო საბჭოში. ამასთან, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე შეინარჩუნებენ თავიანთ პოზიციებს, TBC BANK GROUP PLC- ში.
თავის მხრივ, ეროვნული ბანკი მიესალმება ამ გადაწყვეტილებას, მიიჩნევს, რომ ეს დადებითად აისახება ბანკის გამჭვირვალობაზე და გაზრდის ინვესტორთა ნდობას.
ასევე
სებ-ი აღნიშნავს, რომ თიბისი ბანკი არის ქვეყნის და რეგიონის წამყვანი ბანკი და ჰყავს
მაღალკვალიფიციური აღმასრულებელი მენეჯმენტი.
როგორც ცნობილია, ეროვნულმა ბანკმა 2007-08 წლებში განხორციელებულ ერთ-ერთ ტრანზაქციაში ბანკის დამფუძნებელების მხრიდან ინტერესთა კონფლიქტი დაინახა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss