ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
იმედია, დამცალდება საქმის ბოლომდე მიყვანა - რას გეგმავს ბანკიდან წასული მამუკა ხაზარაძე
21 თებერვალი, 2019, 10:58
იმედია, დამცალდება საქმის ბოლომდე მიყვანა - რას გეგმავს ბანკიდან წასული მამუკა ხაზარაძე

თბილისი (GBC) -თიბისი ბანკიდან წასვლის შემდეგ ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძე ანაკლიის პორტის პროექტზე კონცენტრირებას გეგმავს.

მთელ ჩემს ენერგიას ჩვენი ქვეყნისთვისუმნიშვნელოვანეს - ანაკლიის პროექტის განხორციელებას მივუძღვნი. იმედია, დამცალდება საქმის ბოლომდე მიყვანა, - წერს მამუკა ხაზარაძე საჯარო წერილში.  ბიზნესმენი აპირებს თიბისი ბანკის საქმის დეტალები  სამშაბათს, საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე წარადგინოს.

ლონდონში გამგზავრებამდე მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ ანაკლიის პორტის პროექტს ერთის მხრივ სახელმწიფო აქტიურად უჭერს მხარს უჭერს ღრმაწყლოვანი პორტის პროექტს და მეორეს მხრივ, სახელმწიფოს ერთ-ერთი სტრუქტურა აკეთებს განცხადებას, მაშინ როდესაც  გამოძიება დასრულებული არ არის და სასამართლო დანიშნულიც კი  არ არის.

ამავე დროს, აღნიშნა, რომ საფინანსო ინსტიტუტებმა დაასრულეს პროექტის ყველა ასპექტის შესწავლა და  მაის-ივნისის თვეში პროექტის  ფინანსურ დახურვაა მოსალოდნელი, თუ ამ პროცესებმა პროექტი არ შეაფერხა. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები