| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) – ინგლისის სასამართლოში, ბიზნესმენი რომან ფიფია BGEO PlC ჯგუფის წინააღმდეგ საქმის არსებითი განხილვა დაიწყო, - ინფორმაციას commersant.ge რომან ფიფიას წარმომადგენელზე დაყრდნობით აქვეყნებს.
საქმე ეხება 944 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სარჩელს , რომელშიც რომან ფიფია BGEO ჯგუფისგან 'რუსთავის აზოტის" უკანონოდ მისაკუთრებით მიყენებული ზიანისა და მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებას სახით ითხოვს.
„ინგლისის სასამართლოში BGEO PlC ჯგუფის წინააღმდეგ მიმართული სასამართლო პროცესი არსებითი განხილვის სტადიაზეა. რომან ფიფია BGEO PlC ჯგუფისგან მოითხოვს რუსთავის აზოტის უკანონოდ მისაკუთრებით მიყენებული ზიანისა და მიუღებელი შემოსავლის (დაახლოებით 944 მილიონი აშშ დოლარი) ანაზღაურებას“, -აცხადებს რომან ფიფიას წარმომადგენელი, ის აღნიშნავს, რომ „მორიგების შესაძლებლობა არსებობს ყოველთვის, თუმცა მოცემულ შემთხვევაში მისი წარმატებით განხორციელება დამოკიდებულია დროზე. თუ დავა დასრულდება სასამართლოში, ეს თანხა იქნება არანაკლებ 944 მილიონი აშშ დოლარი“.
როგორც ცნობილია,
BGEO ამ საქმეში თავის სიმართლეში დარწმუნებულია და პოზიციების დაცვას სასამართლოში აპირებს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss