ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ავტომობილიდან სიგარეტის ნამწვით გარემოს დაბინძურების ფაქტზე 161 შემთხვევა გამოვლინდა
20 თებერვალი, 2019, 10:50
ავტომობილიდან სიგარეტის ნამწვით გარემოს დაბინძურების ფაქტზე 161 შემთხვევა გამოვლინდა

თბილისი (GBC) - 1-ელი იანვრიდან დღემდე, ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 305 ფაქტი გამოვლინდა. 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, ამავე პერიოდში, ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან სიგარეტის ნამწვით გარემოს დაბინძურების დარღვევის ფაქტზე,  ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 161 ოქმი შედგა. ხოლო მასალები შემდგომი განხილვის მიზნით,  შესაბამის რაიონულ სასამართლოებში გადაიგზავნა.

2 კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება  80 ლარის ოდენობით საჯარიმო სანქციას ითვალისწინებს, ხოლო იგივე ქმედება, ჩადენილი ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან  - 120 ლარის ოდენობით.


გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, მთელი საქართველოს მასშტაბით აგრძელებენ 24 საათიან პატრულირებას, როგორც სიგარეტის ნამწვის ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან გადმოგდების, ისე ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის, სხვა ფაქტების გამოსავლენად.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები