| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - რას გამოიწვევს ანაკლიის ნავსადგურის პროექტის შეჩერება
- სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრმა მნიშვნელოვანი პროექტის შეჩერებით
ქვეყნის ეკონომიკაზე ნეგატიური გავლენის 5
პუნქტი დაასახელა:
1.
სარკინიგზო სფეროში - უღელტეხილის რეკონსტრუქცის (მოდერნიზაციის) პირობებში, რომლის დასრულება, ანაკლიის ნავსადგურის პირველი ფაზის ამოქმედების სინქრონულად უნდა განხორციელდეს, რა დროსაც რკინიგზის არსებული გამზიდუნარიანობა, ფაქტიურად შეუზღუდავი იქნება, ანაკლიის პროექტის შეჩერება, შესაბამისად, ტვირთნაკადების ალტერნატიულ დერეფნებში გადადინება, გამოიწვევს რკინიგზის მოდერნიზაციაში დაბანდებული ფინანსური რესურსების დაბალი უკუგებით და განგრძობილ ვადაში ამოღებას, რაც ახლო პერსპექტივაში რკინიგზას სავალალო ფინანსურ მდგომარეობაში ჩააგდებს;
2. იმ ვითარებაში, როცა მსოფლიოში, კერძოდ, აზია წყნარი ოკეანიის ტვირთწარმომქნელ რეგიონებში, ინტენსიურად მიმდინარეობს ტვირთნაკადების, კონსოლიდაცია და კონტეინერიზაცია, (შავი ზღვის რეგიონში საშუალოდ, წელიწადში 8-10 % ს შეადგენს რეგიონში საკონტეინერო ნაკადის ზრდა), ანაკლის პროექტის შეჩერაბა, გამოიწვევს საქართველოს ეკონომიკაში მზარდი - ფინანსურად მომგებიანი საკონტეინერო გადაზიდვების დაკარგვას;
3. იმ ვითარებაში, როცა საქართველოს სავაჭრო სალდო 3.5 ს შეადგენს, რაც, არამომგებიანს ხდის ქართველი საავტომობილო გადამზიდავის ევროპის გადაზიდვების ქსელში ჩართვას, ანაკლიის ნავსადგურის ამოქმედება, წარმოადგენს მყარ საფუძველს ქართველი გადამზიდავი ჩაერთოს შიდა ან სომხეთი / აზერბაიჯანის რეგიონალურ საავტომობილო გადაზიდვებში, რაც ამ დარგის გადარჩენის ერთ - ერთი წინაპირობაა;
4. ანაკლიის ნავსადგურის პირველი ფაზის განხორციელება, ფინანსურად მომგებიან და მიმზიდველს ხდის მის არეალში ლოგისტიკური ცენტრის მოწყობის შესაძლებლობას;
5. ანაკლიის ნავსადგურის არსებული ტერიტორია, შესაძლებელს ხდის ევროპის მიმართულებით როგორ საავტომობილო ისე სარკინიგზო ბორნების განვითარებას;
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss