| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – როგორ წარმოგიდგენიათ, რომელი საფინანსო ინსტიტუტი მოაწერს ხელს დაფინანსებაზე ერთ-ერთ მთავარ ინვესტორთან (ანაკლიის პორტი), რომლის წინააღმდეგ პარალელურად იხსნება არარსებული საქმე? - მამუკა ხაზარაძე მიიჩნევს, რომ მათ წინააღმდეგ დაწყებული საქმე პირდაპირ ურტყამს ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებას.
პორტის
ერთ-ერთმა ინვესტორმა აღნიშნა, რომ ერთის მხრივ სახელმწიფო აქტიურად უჭერს მხარს უჭერს
ღრმაწყლოვანი პორტის პროექტს და მეორეს მხრივ, სახელმწიფოს ერთ-ერთი სტრუქტურა აკეთებს განცხადებას, მაშინ როდესაც გამოძიება
დასრულებული არ არის და
სასამართლო დანიშნულიც კი არ არის.
„მაშფოთებს
ეს მომენტი“, - აღნიშნა ხაზარაძემ და დასძინა, რომ ანაკლიის პორტის პროექტში სამუშაოები ამ ეტაპზე, ერთი წამითაც არ ამოვარდნილა გრაფიკიდან.
"დღეს
დასკვნებს არ გავაკეთებ და ვერ გავაკეთებ.
სიტუაცია გვაქვს შემდეგი. ბოლო 5 წელია მიმდინარეობს მოლაპარაკებები საფინანსო
ინსტიტუტებთან. მათ უკვე დაასრულეს პროექტის
ყველა ასპექტის შესწავლა და ველოდებით, მაის-ივნისის თვეში ფინანსურ
დახურვას, რომელიც არის საკმაოდ რთული პროცესი. ეს დაჩქარებული გამოძიება და ინფორმაციის გაჟონვა საერთაშორისო მედიასივრცეში, თითქოს მე
და ბადრის კავშირი გვაქვს რაღაც დანაშაულთან, პირდაპირ ურტყამს იმ ხელშეკრულებას, რომელიც
უნდა გაფორმდეს“, - აღნიშნა საგანგებო ბრიფინგზე მამუკა ხაზარაძემ.
თქვა, რომ აუცილებელია დროზე გაირკვეს სიტუაცია და დაიხუროს არარსებული თემები.
"საქმე აღარ ეხება თიბისის და კონკრეტულ ადამიანებს, ეხება ჩვენ ქვეყანას, ჩვენ პერსპექტივას და ყველა დაინტერესებულ მხარეს იმიტომ მოვუწოდებთ, დროზე გაირკვეს სიტუაცია, დროზე დაიხუროს არარსებული თემები, რათა ჩვენ დაუბრუნდეთ ჩვენ საქმეს, რაც არის ბიზნესის კეთება", - აღნიშნა ბიზნესმენმა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss