| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - გვინდა ხაზგასმით ვთქვათ, რომ პატივს ვცემთ სახელმწიფო ინსტიტუტებს და კანონს, - თიბისი ბანკის დამფუძნებელი ამბობს, რომ მზადაა ეროვნულ ბანკთან დიალოგის რეჟიმში მოიძებნოს შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი, რომ აცილებული იქნას პოტენციური ნეგატიური ზეგავლენა საინვესტიციო გარემოსა და ქვეყნის ეკონომიკაზე.
მამუკა ხაზარაძემ
აღნიშნა, რომ კატეგორიულად უარყოფს ფულის გათეთრების ფაქტის არსებობას, რაც დადასტურებული დენტონის დასკვნით და ის გადაგზავნილია თიბისის პარტნიორებსა და საერთაშორისო ინსტიტუტებთან.
„ვართ ძლიერი ფინანსური ინსტიტუტი და ძლიერი ერთიანი გუნდი“, - აღნიშნა ბანკირმა, თქვა, რომ დღეს მიფრინავენ ლონდონში, სადაც დანიშნულია ბანკის დირექტორთა საბჭოს სხდომა.
როგორც ცნობილია,
2007-2008 წლებში თიბისი ბანკის მიერ განხორციელებულ ერთ-ერთ ტრანზაქციას სწავლობს
პროკურატურა. ამ საკითხთან დაკავშირებით, ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ გამოვლინდა
ინტერესთა
კონფლიქტის მარეგულირებელი საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევა და მიიღო გადაწყვეტილება
თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილისთვის ხელმოწერის
უფლების შეჩერების თაობაზე. ბანკის
აქციონერთა
კრებას მიეცა 2-თვიანი ვადა მათი სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევისათვის.
მარეგულირებელმა
მაშინ აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება არ ეხება არცერთი
აქციოენერის საკუთრებაში არსებულ წილებს ბანკში.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss