| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - კომპანია „გიუაანი“ საექსპორტო ბაზრების გაფართოებას გეგმავს.
„გიუაანის“ ღვინოს
მალე დიდ ბრიტანეთსა და იტალიაშიც დააგემოვნებენ. 2019 წელს, ამ ახალ საექსპორტო ბაზრებზე
გასვლა მენეჯმენტის პრიორიტეტებს შორისაა.
2019 წელს ბაზრზე
„გიუაანის“მაღალხარისხიან ჭაჭას და ბრენდიც გამოჩნდება. იგეგმება ღვინის ახალი სახეობების
ჩამოსხმა, როგორიცაა: როზე თავკვერი, მუკუზანი, ქვევრის ქისი, ქვევრის თავკვერი და
ალადასტური.
„ჩვენი მთავარი
პრიორიტეტია მაღალი ხარისხის შენარჩუნება და
დამატებითი სახეობების შექმნა. იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენი ახალი პროდუქციაც მომხმარებლებისა
და შემფასებლების დადებით გამოხმაურებას, მოწონებასა და სიყვარულს დაიმსახურებს“,
- აცხადებს კომპანიის დირექტორი გიორგი სურგულაძე.
„გიუაანის“ ღვინოები
უკვე იყიდება ამერიკის შეერთებულ
შტატებში, კანადაში, საბერძნეთში, ბელგიაში, ჰოლანდიაში, ჩინეთსა და იაპონიაში. მათგან,
კანადა, იაპონია და ბელგია ახალი ბაზრებია, თუმცა მომხმარებელთა მხრიდან ინტერესი უკვე
დიდია.
აღსანიშნავია, რომ
2018 წელს 2017 წელთან შედარებით „გიუაანის“ ღვინის ექსპორტი 15%-ით გაიზარდა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss