ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ქუთაისში სამაგიდო თამაშების პირველი კლუბი გაიხსნა
18 თებერვალი, 2019, 11:30
ქუთაისში სამაგიდო თამაშების პირველი კლუბი გაიხსნა

თბილისი (GBC) - ქუთაისში სამაგიდო თამაშებისა და გართობის მოყვარულებისთვის Game Club გაიხსნა.

კლუბის მენეჯმენტის ცნობით, მომხმარებლებს ექნებათ უნიკალური შესაძლებლობა Game Club-ში ითამაშოს 25-ზე მეტი სხვადასხვა სახის სახალისო, აზარტული თამაში და გაატაროს თავისუფალი დრო მეგობრულ და სასიამოვნო გარემოში.

Game Club-ს განსაკუთრებული შეთავაზება აქვს სტუდენტებისთვის -  ისინი ნებისმიერ სამაგიდო თამაშს სრულიად უფასოდ ითამაშებენ.

 „როგორც იცით, დედაქალაქისგან განსხვავებით, ყველა რეგიონში, მათ შორის ქუთაისში ახალგაზრდებისთვის, სტუდენტებისთვის გასართობი და განტვირთვის ადგილები არც ისე ბევრია. ამიტომ გადავწყვიტე  ისეთი კლუბის გახსნა, სადაც სტუდენტები, ახალგაზრდები არამხოლოდ გაერთობიან და დაისვენებენ, არამედ საინტერესო ადამიანებს გაიცნობენ, ახალ მეგობრებს შეიძენენ და ჩვენი კლუბი მათი თავშეყრის ადგილი გახდება. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ სწორედ სტუდენტებს ვაძლევთ უნიკალურ შანსს, ნებისმიერი სამაგიდო თამაში, რასაც თავად შეარჩევენ, უფასოდ ითამაშონ. სხვა ნებისმიერ მსურველს კი  მხოლოდ მინიმალური თანხის გადახდა მოუწევთ. ჩვენთან მყუდრო გარემო, მეგობრული სტაფი და გემოვნებიანი მუსიკა დაგხვდებათ“, - აცხადებს Came Club-ის დამფუძნებელი მიხეილ ჩიქოვანი.

სამაგიდო თამაშების კლუბი Came Club ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით დილის 11:00 საათიდან საღამოს 23:00 საათამდე, ხოლო პარასკევს, შაბათს და კვირას 12:00-დან ღამის 24:00 საათამდე იმუშავებს.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები